გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

თავგასული ზონდერების დაჯგუფება უნდა დაისაჯოს - გამომძიებელი ჟურნალისტები სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში იმყოფებიან

ნახვები: 1135 თავგასული ზონდერების დაჯგუფება უნდა დაისაჯოს - გამომძიებელი ჟურნალისტები სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში იმყოფებიან

თავდასხმა "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე - "ნოდარ მელაძის შაბათის ეთერის" გამომძიებელი ჟურნალისტები ამ წუთებში სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში იმყოფებიან. 

როგორც ჟურნალისტმა მარიამ გაფრინდაშვილმა განაცხადა, გადამღები ჯგუფი ყოფილი პროკურორის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუჩაში გადაადგილდებოდა, როცა ზონდერ დაჯგუფების სამიზნე გახდა. 

"ვმუშაობდით ნოდარ მელაძის საგამოძიებო რეპორტაჟზე, ვიმყოფებოდით ოთარ ფარცხალაძის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე და ხაზს ვუსვამ, რომ ვიმყოფებოდით ქუჩაში და არა მის კერძო საკუთრებაში, რა დროსაც "ეფესბე"-ს აგენტობაში ბრალდებულის ზონდერ დაჯგუფების ამალა, მოულოდნელად დაგვესხა თავს, ისინი ძალის გამოყენებით ცდილობდნენ ჩვენი გადაადგილების შეზღუდვას.

ამ ზონდერებს მითვისებული აქვთ ჩვენი არხის ძვირადღირებული ტექნიკა, კერძოდ მიკროფონი. წამართვეს მობილური, რომელიც გატაცებული ჰქონდა ამ დაჯგუფებას, დაახლოებით 20 წუთი, ნახევარი საათის განმავლობაში. ასევე სცემეს ფორმულას ჟურნალისტი, რომელსაც დაზიანებაა აქვს. ვითხოვ ამ ადამიანების დასჯას იმიტომ, რომ ამ ზონდერებს როგორც ჩანს, გადაწყვეტილი აქვთ, რომ შეუძლიათ და ხელშეუხებლები არიან და მათთვის ყველაფერი მოსულა", - ამბობს ჟურნალისტი, მარიამ გაფრინდაშვილი.

კაციტაძის უწყებაში იმყოფება ოპერატორი გიორგი შეწირულიც, რომელიც ფარცხალაძის ზონდერ-დაჯგუფების ძალადობის ობიექტი გახდა. 

"5-6 ადამიანი იყო, ძალადობდნენ ჩვენზე, ძალის გამოყენებით ცდილობდნენ, რომ დაგვეტოვებინა ადგილი. ჩვეულებრივად ქუჩაში ვმოძრაობდით. წაართვეს ტელეფონი, მიკროფონი, ჩემი ჟურნალისტი სთხოვდა, რომ დაებრუნებინათ, მაგრამ ამაზე რეაგირება საერთოდ არ მოუხდენიათ და არც გვეუბნებოდნენ ვისი მცველები იყვნენ", - ამბობს "შაბათის ეთერის" ოპერატორი, გიორგი შეწირული.

სანქცირებული ფარცხალაძის დაცვის წევრები "შაბათის ეთერს" გამომძიებელ ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მარიამ გაფრინდაშვილს და გიორგი შეწირულს, რუსეთის აგენტობაში მხილებული ფარცხალაძის დაცვამ  აპარატურა და პირადი ნივთები წაართვა, შემდეგ კი მუშაობაში ხელს უშლიდნენ.

 

ცნობისთვის, ფარცხალაძის დაცვა მედიას ფიზიკურად გაუსწორდა, მათი სამიზნე "ტვ პირველი" და "ტვ ფორმულა" იყო - წართმეულია აპარატურა და მობილური ტელეფონიც

 

 

 
 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა