გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

ილჰამ ალიევი - ევლახში ყარაბაღელ სომხებთან შეხვედრაზე მათი უფლება-მოვალეობები განიხილება

ნახვები: 473 ილჰამ ალიევი - ევლახში ყარაბაღელ სომხებთან შეხვედრაზე მათი უფლება-მოვალეობები განიხილება

აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ილჰამ ალიევმა ანტიტერორისტული ღონისძიებების შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაზე ისაუბრა და პოზიტიური ნაბიჯი უწოდა სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებების გაყვანას, უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ იარაღის დაყრას, მათ განიარაღებას და ევლახში დაგეგმილ შეხვედრას.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, ევლახში დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილება ყარაბაღელი სომხების უფლებები და მოვალეობები აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კანონების საფუძველზე, ასევე მათი კულტურული, რელიგიური, მუნიციპალური და სხვა უფლებები.

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრები სომხების უფლებების დაცვის, უსაფრთხოების, რეინტეგრაციის და აზერბაიჯანის კონსტიტუციის ფარგლებში ცხოვრების და საქმიანობის უზრუნველყოფის საკითხებზე დღეს ევლახში ადგილობრივი სომხური მოსახლეობისა და აზერბაიჯანის ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა