გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

პრემიერი - მთავრობის ვალი შემცირებულია, სიღარიბე და უმუშევრობა არის ისტორიულ მინიმუმზე - სულ სხვა ეკონომიკაა წელს, ვიდრე 10 წლის წინ იყო

ნახვები: 490 პრემიერი - მთავრობის ვალი შემცირებულია, სიღარიბე და უმუშევრობა არის ისტორიულ მინიმუმზე - სულ სხვა ეკონომიკაა წელს, ვიდრე 10 წლის წინ იყო

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობის ვალი შემცირებულია.

როგორც მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, სულ სხვა ეკონომიკა არის წელს, ვიდრე 10 წლის წინ იყო.

„მთავრობის ვალი არის შემცირებული. მინდა ყველას შევახსენო, რომ ორი წლის წინ მთავრობის ვალი 60%-ზე მეტს შეადგენდა მშპ-სთან მიმართებით. ეს პროცესი აქტიურად დავიწყეთ და თითქმის 38%-ზე არის ჩამოსული მთავრობის ვალი. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ სიღარიბე და უმუშევრობა არის ისტორიულ მინიმუმზე. მთავრობის რეზერვები არის ისტორიულ მაქსიმუმზე, 5,5 მლრდ დოლარს გადააჭარბა. ასევე მინდა ვთქვა, რომ ბოლო 10 წელიწადში ჩვენი მოქალაქეების დეპოზიტები, რომელიც განთავსებულია კომერციულ ბანკებში, თითქმის გაათმაგებულია. სულ სხვა ეკონომიკა არის წელს, ვიდრე 10 წლის წინ იყო“, -განაცხადა პრემიერმა.

მისი განმარტებით, ეს არის მმართველი პარტიის შედეგი, რამაც ქვეყანას ხელშესახები შედეგები მოუტანა.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის მშვიდობისა და სტაბილურობის ნაყოფი. სხვა შემთხვევაში, ჩვენთან არავითარ ეკონომიკურ ზრდაზე საუბარი არ და ვერ იქნებოდა. ყველას შევახსენებ, რომ 3 წლის წინ დეფოლტზე იყოს საუბარი, როცა ჩვენს მთავრობაში ცვლილებები მოხდა. ყველაფერი ძალიან კარგად იქნება“, - განაცხადა პრემიერმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა