გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

მირჩევნია ღარიბაშვილი იყოს პრემიერად - პაატა მანჯგალაძე

ნახვები: 489 მირჩევნია ღარიბაშვილი იყოს პრემიერად - პაატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში ამბობს, რომ მართალია ირაკლი ღარიბაშვილმა კანონი დაარღვია, როდესაც სამთავრობო თვითმფრინავი ოჯახისთვის გამოიყენა, მაგრამ ურჩევნია, რომ ის დარჩეს პრემიერად, რადგან, საზოგადოებამ უკვე იცის, რომ ღარიბაშვილი დისკრედიტირებულია და ამაზე კითხვის ნიშნები არ არსებობს, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში თუ არ იქნება ღარიბაშვილი, მანჯგალაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი უფრო დისკრედიტირებულ კანდიდატს მოძებნის, დასვამს პრემიერად და ასე შეეცდება უფრო კარგად მართოს ის და ქვეყანაც.

"კანონი დაირღვა, გვაქვს კონკრეტული მტკიცებულებები, რა თქმა უნდა, სამართლებრივი მექანიზმები უნდა ავამუშავოთ ჩვენ, მაგრამ წმინდა პრაგმატული თვალსაზრისით თუ შევხედავთ, გვყავდეს ღარიბაშვილი, იმიტომ რომ დისკრედიტირებულია ბოლომდე და არავის კითხვის ნიშნები არ აქვს.

მივყვეთ კონსტიტუციას კარგი, მაგრამ წმინდა პრაგმატული თვალსაზრისით თუ მეტყვის ვინმე, მირჩევნია ღარიბაშვილი იყოს. ეს არის განსხვავება ევროპულსა და რუსულ სისტემას შორის. იქ თავად გუნდს არ მოუნდებოდა დისკრედიტირებული პრემიერ-მინისტრის ყოლა გუნდში, მაგრამ აქ როგორ არის, ხალხი ხომ არ იღებს გადაწყვეტილებას, აქ იღებს ივანიშვილი, მას მოუნდება უფრო მეტად დისკრედიტირებული ადამიანი, რადგან უფრო მეტად მართავს". - განაცხადა მანჯგალაძემ "დღის ამბებში"

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა