გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day
Ukrainian, Canadian foreign ministers discuss G20 meeting outcomes, steps toward de-escalation of war
Russian SRG activity along Ukraine’s northern border drops significantly – military spox
Zelensky says he is ready to meet Putin in Türkiye
Ukraine, Türkiye considering cooperation on satellite technologies – Zelensky

რომან გოცირიძე - სახაროვის სახელობის პრემიაზე ლომჯარიას წარდგენა პარტნიორების თვალში ქვეყნის იმიჯს ამაღლებს

ნახვები: 493 რომან გოცირიძე - სახაროვის სახელობის პრემიაზე ლომჯარიას წარდგენა პარტნიორების თვალში ქვეყნის იმიჯს ამაღლებს

ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის განაცხადებით, სახაროვის სახელობის პრემიაზე ნინო ლომჯარიას წარდგენა სასიამოვნო ფაქტია.

მისივე თქმით, ეს ფაქტი საქართველოს რეპუტაციისთვისაც კარგი იქნება.

„ეს სასიამოვნო ფაქტია და საერთაშორისო პარტნიორების თვალში ქვეყნის იმიჯს ამაღლებს. სახალხო დამცველის ინსტიტუტი იყო ერთადერთი დაწესებულება, რომელიც ბიძინა ივანიშვილის გავლენის ქვეშ არ იყო. ლომჯარიამ შეძლო დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება ამ სფეროში, რომელმაც მრავალ წნეხს გაუძლო. ამიტომ იგი იმსახურებს ამ პრიზს, რომელიც ასევე ქვეყნის რეპუტაციისთვის კარგი იქნება“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

კითხვაზე, რა პოლიტიკური წონა და გავლენა აქვს ნინო ლომჯარიას, გოცირიძემ განაცხადა:

ევროკავშირს არ აინტერესებს, ვინ მიიღებს პოლიტიკაში მონაწილეობას და ვინ არა. ეს შიდა პოლიტიკასთან არავითარ კავშირში არ არის. ნინო ლომჯარია წარდგენილია მისი წარსული მუშაობის შეფასებიდან გამომდინარე და ეს მუშაობა იყო დადებითი. ასე ვაფასებთ ოპოზიცია და ასე ფასებს ევროკავშირი. „ქართული ოცნებაა“ ერთადერთი, ვინც ნინო ლომჯარიას ლანძღავს, მის მუშაობას უარყოფითად აფასებს“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა