გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

იულიან რაიერსონი - ხვიჩა კვარაცხელია კარგი მოთამაშეა, ხოლო საქართველოს ნაკრები ძლიერი მეტოქე

ნახვები: 530 იულიან რაიერსონი - ხვიჩა კვარაცხელია კარგი მოთამაშეა, ხოლო საქართველოს ნაკრები ძლიერი მეტოქე

ნორვეგიის ნაკრების ფეხბურთელმა, იულიან რაიერსონმა კომენტარი გააკეთა საქართველოს ნაკრებთან ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლის მოახლოებულ შეხვედრაზე და „ჯვაროსნების“ ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა.

დორტმუნდის „ბორუსიას“ მცველმა შესარჩევ ეტაპზე ყველა შეხვედრა ჩაატარა. ასეთი მაჩვენებელი ნორვეგიის ნაკრებში მხოლოდ მას და მარტინ ოდეგორს აქვთ. რაიერსონმა იორდანიასთან ნორვეგიის ამხანაგური მატჩი გამოტოვა.

ფეხბურთელს ჯერ კიდევ აწუხებს მუხლის ტრავმა, რომელიც ბუნდესლიგის მატჩში მიიღო, მაგრამ იმედოვნებს, რომ საქართველოს წინააღმდეგ სათამაშოდ მზად იქნება.

„ტრავმა „კიოლნთან“ თამაშში მივიღე და ამან შემაჩერა. შედეგად, ეროვნული ნაკრების შეხვედრამდე ბუნდესლიგის ბოლო ორ მატჩი გამოვტოვე. იორდანიის წინააღმდეგ სათადარიგოთა შორის მოვხდი, რადგან სათამაშოდ მზად არ ვიყავი. ცოტა გავწვალდი, რადგან როდესაც საქმე მუხლებს ეხება, მკურნალობას დრო სჭირდება.

თავს უკეთ ვგრძნობ. ვნახოთ, გაუძლებს თუ არა ორგანიზმი. იმედი მაქვს და მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, აქ არ ვიქნებოდი.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ეს ძლიერი მეტოქეა. თუ მოედანზე გავალ, ხვიჩა კვარაცხელიას, იგივე „კვარადონას“ წინააღმდეგ მომიწევს თამაში. რა თქმა უნდა, ის კარგი მოთამაშეა, ტყუილად არ შეარქვეს მას ასეთი მეტსახელი. თუ ჩვენ შევძლებთ გუნდის შეჩერებას, მათ ძლიერ ფეხბურთელებსაც შევაჩერებთ“, – ამბობს რაიერსონი.

ნორვეგიისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების შეხვედრა 12 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა