გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

ლევან ხაბეიშვილი - პრეზიდენტის იმპიჩმენტი სასაცილო და მოგონილი თემაა, „ნაციონალური მოძრაობა“ ბინძურ თამაშებში ჩართვას არ აპირებს, ეს თემა არ გვაინტერესებს

ნახვები: 486 ლევან ხაბეიშვილი - პრეზიდენტის იმპიჩმენტი სასაცილო და მოგონილი თემაა, „ნაციონალური მოძრაობა“ ბინძურ თამაშებში ჩართვას არ აპირებს, ეს თემა არ გვაინტერესებს

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ბინძურ თამაშებში ჩართვას არ აპირებს და ეს თემა მათ არ აინტერესებთ.

„სასაცილო და მოგონილი თემაა. ეს თემა კობახიძემ და მდინარაძემ თავად მოიგონეს. შემდეგ თავად დაიწყეს კითხვების დასმა, ბრიფინგების ჩატარება და პასუხების გაცემა. შემდეგ თქვეს, იმპიჩმენტს მოვაწყობთ, მაგრამ ასი ხმა არ გვაქვსო – თავის თავს ელაპარაკებიან. სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხი საქართველოს მოქალაქეებს არ აინტერესებთ. ეს თემა ემსახურება იმას, რომ მთავარი თემებიდან მოხდეს ისრების გადატანა. ზუსტად იციან, რომ თუ ეს თემა ქვეყნის შიგნით არავის აინტერესებს, სამაგიეროდ, ქვეყნის იმიჯს მის გარეთ აზარალებს და ამიტომ არიან ამ პროცესში ივანიშვილი და რუსული ოცნება, მათ შორის მათსავე არჩეულ პრეზიდენტს ებრძვიან. „ნაციონალური მოძრაობა“ რუსული პარტიისა და ბიძინა ივანიშვილის ბინძურ თამაშებში ჩართვას არ აპირებს, ეს თემა არ გვაინტერესებს“, – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა