ტელეკომპანია "იმედი" გაიყიდა
როგორ დაალაგო ქაოსი შენს ცხოვრებაში? - რას ამბობს კვანტური ფიზიკა
მაგდა კოტრიკაძე - დათრგუნული ემოციები
ხელოვნური ინტელექტი ფსიქოლოგიურ კონსულტირებასა და თერაპიაში: შესაძლებლობები და გამოწვევები
მაგდა კოტრიკაძე - ყოველი მესამე ქალი ოჯახური ძალადობის მსხვერპლია
დედა vs მამა?!
რატომ არ ქორწინდებიან თამედროვე სამყაროში?
გაჯეტებზე დამოკიდებულება - არ დასაჯოთ ბავშვი! ემეგობრეთ და ეთანამშრომლეთ

ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირის სახელმწიფოები გაფართოების შესახებ წლის ბოლოს მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას, ნამდვილად შესაძლებელია წარმატების მიღწევა

08.09.2023 ნახვები: 561

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, გაფართოების შესახებ ევროკავშირის წევრი ქვეყნები წლის ბოლოს მიიღებენ გადაწყვეტილებას, მანამდე კი ანგარიში გამოქვეყნდება.

ჯოზეფ ბორელის თქმით, მხოლოდ და მხოლოდ დადებითი გადაწყვეტილების მოლოდინი აქვს, რადგან, როგორც ბორელი ამბობს, არსებობს ძალისხმევა, რაც რეკომენდაციების შესრულებას სჭირდება.

„ჯამში, გვაქვს 12 პრიორიტეტი, 12-ვე მნიშვნელოვანია და იმ რეფორმებს ეხება, რომლებიც ქვეყანაში უნდა განხორციელდეს არა ბრიუსელისთვის, არამედ იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს ცხოვრება, დემოკრატია. მე ეს ყველა დავასახელე. მიმაჩნია, რომ არის დრო და ძალისხმევაა გასაწევი. ევროკომისია უკვე გამოაქვეყნებს  გაფართოების შესახებ დასკვნას, მასში იქნება ქვეყნების შესახებ ანგარიში. ყოველ ანგარიშში იქნება სტატუსი მიღწეული შედეგისა და პროგრესის შესახებ, ასევე რეკომენდაციები იქნება შემდგომი ეტაპისთვის. ყველა წევრი სახელმწიფო ქვეყნებს მისცემს რეკომენდაციებს და წლის ბოლოს წევრი სახელმწიფოები მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას. გიდასტურებთ, რომ მიმაჩნია, ნამდვილად შესაძლებელია წარმატების მიღწევა ამ პერიოდში და მხოლოდ და მხოლოდ დადებითის მოლოდინი გვაქვს, რადგან სრულად ვარ დარწმუნებული, რომ ძალისხმევა, რას სჭირდება ამ რეკომენდაციებს, არსებობს“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

თქვენი შიდა პოლიტიკური ლანდშაფტის დეპოლარიზაცია ის საკითხია, რაც მხოლოდ ქართველებს შეუძლიათ, რომ გადაწყვიტონ. ამ მიმართულებით ჩვენ გავლენა ვერ გვექნება, ჩვენ ვერ ჩავერთვებით, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბორელის თქმით, ამ საკითხზე საუბარში შესვლაც კი შიდა ცხოვრებაში ჩარევა იქნებოდა.

„პოლიტიკური ცხოვრების დეპოლარიზაცია თქვენი პრეროგატივაა. ამ საკითხზე საუბარში შესვლაც იქნებოდა ჩარევა შიდა ცხოვრებაში. ამის გაკეთება არ მინდა. თქვენ უნდა მოახერხოთ გაერთიანება. მე პირადად ვიცი, რომ დემოკრატია გულისხმობს განსხვავებულ მიდგომებს, განსხვავებულ გადაწყვეტებს. ოპოზიცია აკრიტიკებს მთავრობას, მთავრობა არ ეთანხმება ოპოზიციას, ეს ყველა ქვეყანაში ასეა, ყველა დემოკრატიული პროცესი ასე ხასიათდება, მაგრამ როდესაც კრიტიკა გადადის სხვა მიმართულებით, როდესაც არ არსებობს თანამშრომლობა, ინკლუზიურობა, როდესაც პოლიტიკური დებატების ხარისხი არ შეაძლებინებს მხარეებს თანამშრომლობას და ეროვნული ძალისხმევა, სულისკვეთება არ აისახება, მაშინ ეს აზიანებს პროცესს. ჩემი მოწოდება ყველასადმი არის, გამოიყენეთ ეს შანსი, რომ იყოს ეროვნული ძალისხმევა. უმრავლესობა უნდა იყოს ინკლუზიური, უმრავლესობა უნდა იყოს თანამშრომლობითი. ამ შემთხვევაში ჩემი ბერკეტი მინიმალურია. პოლიტიკურ ძალებს აქვთ აქ სათქმელი“, – აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.

 

 
 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა