გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day
Ukrainian, Canadian foreign ministers discuss G20 meeting outcomes, steps toward de-escalation of war
Russian SRG activity along Ukraine’s northern border drops significantly – military spox
Zelensky says he is ready to meet Putin in Türkiye
Ukraine, Türkiye considering cooperation on satellite technologies – Zelensky

საქართველოს დაზიანების გეგმაში ნებსით თუ უნებლიეთ ჩართული აღმოჩნდა პრეზიდენტი - მიხეილ სარჯველაძე

ნახვები: 493 საქართველოს დაზიანების გეგმაში ნებსით თუ უნებლიეთ ჩართული აღმოჩნდა პრეზიდენტი - მიხეილ სარჯველაძე

საქართველოს დაზიანების გეგმაში ნებსით თუ უნებლიეთ ჩართული აღმოჩნდა პრეზიდენტი და ისეთ განცხადებას აკეთებდა, რაც საქართველოსთვის სტატუსის არმიცემის გამართლება იყო, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, ასეთი რიტორიკა ქვეყნის მთავარ ინტერესებთან თავსებადი არ არის.

„კანდიდატის სტატუსზე როცა განსხვავებული, ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებები ისმის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საზოგადოება ხედავდეს, ვისთვის არის პრიორიტეტი ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია და ვისთვის არის მნიშვნელოვანი, პრიორიტეტი ხელისუფლებასთან წინააღმდეგობა, რასაც საქართველოს ინტერესები ეწირება.

სამწუხაროდ, როცა ოპოზიციას ჰქონდა გეგმა, რომ ხელისუფლების დასაზიანებლად საქართველოს დაზიანება გაემეტებინა, ამაში ნებსით თუ უნებლიეთ ჩართული აღმოჩნდა პრეზიდენტი და ისეთ განცხადებას აკეთებდა, რაც საქართველოსთვის სტატუსის არმიცემის გამართლება იყო.

ასეთი რიტორიკა ქვეყნის მთავარ ინტერესებთან თავსებადი არ არის და ყველაფრისთვის სახელის დარქმევას მოითხოვს. ეს პროცესი აჩვენებს, ვინ რა პოზიციაზე დგას, ვისთვის არის მნიშვნელოვანი ქვეყნის ინტერესები და ვისთვის – ამის დაზიანება ხელისუფლებასთან ბრძოლის მოსაგებად“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა