გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

მამუკა მდინარაძე - ყველაფრის მიუხედავად, არ მგონია, სალომე ზურაბიშვილი დაექვემდებაროს შანტაჟს და სააკაშვილი შეიწყალოს, ეს იქნება პოლიტიკური თვითლიკვიდაცია

ნახვები: 491 მამუკა მდინარაძე - ყველაფრის მიუხედავად, არ მგონია, სალომე ზურაბიშვილი დაექვემდებაროს შანტაჟს და სააკაშვილი შეიწყალოს, ეს იქნება პოლიტიკური თვითლიკვიდაცია

ყველაფრის მიუხედავად, არ მგონია, სალომე ზურაბიშვილი დაექვემდებაროს შანტაჟს და სააკაშვილი შეიწყალოს მხოლოდ იმის გამო, რომ მას ემუქრებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში იმპიჩმენტის საკითხს მხარს დაუჭერენ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, პრეზიდენტის მხრიდან ეს პოლიტიკური თვითლიკვიდაცია იქნება.

მამუკა მდინარაძეს კითხვა დაუსვეს „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან სააკაშვილის შეწყალების საკითხზე პრეზიდენტთან შესაძლო ვაჭრობასთან დაკავშირებით.

„ნაცმოძრაობისგან“ რაღაცის არკადრების მოლოდინი არ გვაქვს-თქო რომ გითხრათ, მოგატყუებთ. ამას თქვენგან ვიგებ, დაადასტურა, როგორც ჩანს, მას შემდეგ, რაც გერმანულმა საინფორმაციო სააგენტოებმა, თუ მედიასაშუალებებმა ეს ინფორმაცია მოიპოვეს. ყველაფრის მიუხედავად, ხომ არის რაღაც ზღვარი, არ მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი დაექვემდებაროს ამ შანტაჟს და სააკაშვილი შეიწყალოს მხოლოდ იმის გამო, რომ მას ემუქრებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში იმპიჩმენტის საკითხს მხარს დაუჭერენ. ეს იქნება პოლიტიკური თვითლიკვიდაცია, რომლის მსგავსი ალბათ პოლიტიკურ ისტორიას ძალიან ცოტა ახსოვს. ანუ, მოქმედი პრეზიდენტი იმიტომ იწყალებს რომელიმე დამნაშავეს, რომ მას ემუქრებიან იმპიჩმენტის საკითხზე მხარდაჭერით. შეუძლებელია, ეს დავიჯეროთ და ვივარაუდოთ, რომ ამაზე წამსვლელი იყოს სალომე ზურაბიშვილი, იმის მიუხედავად, რაზეც უკვე წავიდა. ეს მოლოდინი ჩვენ არ გვაქვს, თუმცა რამდენად მორალურია „ნაცმოძრაობის“ საქციელი, რომ ემუქრებიან პრეზიდენტს – შეუძლებელია, პოლიტიკოსი და ადამიანი ასეთ რამეზე წავიდეს და ჩემი სკამის გამო ვიწყალებდე ერთ კაცს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა