გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

საგამოძიებო სამსახურმა თბილისში სავარაუდო დანაშაულებრივი „ქოლცენტრი“ გამოავლინა

ნახვები: 427 საგამოძიებო სამსახურმა თბილისში სავარაუდო დანაშაულებრივი „ქოლცენტრი“ გამოავლინა

საგამოძიებო სამსახურმა თბილისში ფუნქციონირებადი სავარაუდო დანაშაულებრივი ე.წ. ქოლცენტრი გამოავლინა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აქტიურად აგრძელებს მუშაობას ე.წ. თაღლითური ქოლცენტრების გამოვლენის მიზნით.

უწყების თანამშრომელთა მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის 1-ელ სექტემბერს გამოვლენილი იქნა ქ. თბილისში ფუნქციონირებადი სავარაუდო დანაშაულებრივი ე.წ. ქოლცენტრი, რომელიც ოფისში დასაქმებული 20-მდე თანამშრომლის მეშვეობით ახორციელებდა საეჭვო საქმიანობას. ოფისში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული იქნა დიდი ოდენობით ინფორმაციის მატარებელი ელექტრონული მოწყობილობები, მათ შორის კომპიუტერული ტექნიკა. ასევე დაყადაღებული იქნა „ქოლცენტრის“ ხელმძღვანელ პირთა საბანკო ანგარიშები და უძრავ-მოძრავი ქონებები.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლოს კოდექსის 180-ე, 194-ე და 218-ე მუხლებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით“, – აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა