ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ვოლოდიმირ ზელენსკი - ომი, შესაძლოაა, 2023 წელს დასრულდეს

ნახვები: 619 ვოლოდიმირ ზელენსკი - ომი, შესაძლოაა, 2023 წელს დასრულდეს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომი, შეიძლება, წლის ბოლომდე დასრულდეს, მაგრამ გარკვეული პირობებით. პორტუგალიურ ტელეარხ RTP-სთვის მიცემულ ინტერვიუში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ომის დასრულების თარიღზე საუბარი რთულია, მაგრამ ეს შესაძლოა უახლოეს თვეებში, 2023 წელს მოხდეს. ეს ყველაფერი კი დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, მათ შორის უკრაინის კონტრშეტევის წარმატებაზე.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფრონტზე განვითარებული მოვლენები გადამწყვეტი იქნება შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად.ასევე, მისი თქმით, უკრაინის ნატო-ში მიწვევამ შეიძლება „ომის დასასრული მოაახლოვოს“. უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უკრაინა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ნაწილი მხოლოდ ომის შემდეგ გახდება, მაგრამ გაწევრიანებაზე მიწვევა ადრე შეუძლია მიიღოს.

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ახალი უკრაინული იარაღის მოქმედების დიაპაზონი 700 კილომეტრია.

"სამთავრობო და სამხედრო თანამდებობის პირებთან შეხვედრაზე ფრონტზე და ჩვენს შეტევით ოპერაციებზე გავამახვილეთ ყურადღება. ჩვენი ახალი უკრაინული იარაღის დიაპაზონი ახლა 700 კილომეტრია. ჩვენი ამოცანაა ამ რიცხვის გაზრდა", - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია რა სახის იარაღზეა საუბარი, ან სად და როდის გამოიყენეს ის.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა