ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა
გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა

თიბისიმ, კორპორაციულ კლიენტებთან მომსახურებაში, Signify-ის ელექტრონული ხელმოწერა დანერგა

ნახვები: 454 თიბისიმ, კორპორაციულ კლიენტებთან მომსახურებაში, Signify-ის ელექტრონული ხელმოწერა დანერგა

თიბისიმ, Signify-ის პლატფორმასთან თანამშრომლობის ფარგლებში, პროცესების გამარტივების მიზნით, დისტანციური ხელმოწერა დანერგა. ბანკი  მსხვილ კორპორაციულ კლიენტებს ელექტრონულ ხელმოწერას სთავაზობს ისეთი საბანკო პროდუქტების სარგებლობისას, როგორებიცაა: სესხები, გარანტიები, აკრედიტივები, ფაქტორინგი, სადეპოზიტო, სახაზინო და ნაღდი ფულის მართვის პროდუქტები.

 

„თიბისიში ციფრული ელექტრონული ხელმოწერის საპილოტე პროექტი, პანდემიის პერიოდში, ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით დავნერგეთ მაშინ, როდესაც დისტანციური კომუნიკაცია აუცილებლობად იქცა. პროდუქტის შედეგად გამარტივებულმა ბიუროკრატიამ და დაზოგილმა რესურსმა, კონტრაქტების ხელმოწერის ელექტრონული, რისკებისგან დაცული და ტექნიკურად გამართული სისტემის დანერგვის აუცილებლობა დაგვანახა. ასე დავიწყეთ Siginify-სთან თანამშრომლობა. ახლა უკვე ნებისმიერი ადგილიდან, ციფრული მოწყობილობით შეგვიძლია ორმა მხარემ სრული იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი გავაფორმოთ. შედეგად, დავზოგოთ როგორც დროის, ასევე საჭირო მასალებისა და ადამიანური რესურსი. დაზოგილი დრო კი, საქმიანობის განვითარებას მოვახმაროთ. თიბისი დღეს არა მხოლოდ ფინანსური ინსტიტუცია, არამედ ციფრული სერვისების მომწოდებელი კომპანიაა. შესაბამისად, ელექტრონული ხელმოწერის პროდუქტი სრულად თანხვედრაშია ჩვენს მისიასთან - გავუმარტივოთ ადამიანებს ცხოვრება“, - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

 

Signify (signify.ge) ციფრული პლატფორმაა, რომელიც ბიზნესებს საშუალებას აძლევს მოამზადონ, გააგზავნონ და მიიღონ ხელმოწერილი დოკუმენტები ერთ სივრცეში. ხელმომწერ პირს ნებისმიერი ადგილიდან, ციფრული მოწყობილობით შეუძლია მეილზე ან SMS-ით მიღებული დოკუმენტის ნახვა და ხელმოწერა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა