ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა
გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა

საქართველოს ნაკრებმა ვენესუელა დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ეტაპზე გავიდა

ნახვები: 1770 საქართველოს ნაკრებმა ვენესუელა დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ეტაპზე გავიდა

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე სამიდან ორი მატჩი მოიგო. კაბო ვერდეს მსგავსად, ჩვენმა გუნდმა ვენესუელაც დამაჯერებლად დაამარცხა და დამსახურებულად გავიდა მეორე ჯგუფურ ეტაპზე. 70:59 – ასეთი იყო საქართველოსა და ვენესუელის მატჩის საფინალო შედეგი.

მომდევნო ეტაპი 1 სექტემბერს დაიწყება და საქართველო მეოთხედფინალში გასასვლელად იბრძოლებს გერმანიასა და ავსტრალიასთან. ეს ორი გუნდი E ჯგუფიდან გავიდა, საქართველო და სლოვენია – F ჯგუფიდან. ამ ოთხი გუნდიდან კი 1/4 ფინალში ორი ითამაშებს. მათ პირველ ეტაპზე მოგროვილი ყველა ქულა გადაჰყვათ.

რაც შეეხება საქართველოსა და ვენესუელის დაპირიპირებას. მატჩის სურათი წინასწარ ცხადი იყო: სამხრეთამერიკელები სამქულიანებით ეცდებოდნენ ფონს გასვლას, რადგან ქართველ წინახაზელებთან საბრძოლველად სათანადო რესურსი არ გააჩნდათ. დანარჩენი უკვე ქართველებზე იყო დამოკიდებული – რამდენად კარგად შეძლებდნენ პერიმეტრის გადაკეტვას და ვენესუელის დაცვის გარღვევას.

როგორ შეძლეს, ეს საფინალო ანგარიშიდანაც ჩანს. სამი პერიოდის განმავლობაში ვენესუელამ ხუთზე მეტი სამქულიანი ვერ ჩააგდო. მათ საქართველოს ნაკრების კალათბურთელების შეჩერება უჭირდათ და ჯარიმას ჯარიმაზე იღებდნენ.

რაც მთავარია, ჩვენი გუნდის მთავარ მწვრთნელს მიეცა საშუალება, კალათბურთელებზე დრო თანაბრად გადაენაწილებინა და მომდევნო მნიშვნელოვანი მატჩებისთვის მათი ენერგია დაეზოგა.

ფოტო და მასალა: 1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა