ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა
გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა

იტალიური მედია - რასპრადორის თამაში და კვარაცხელიას სკამზე დატოვება კონტრპროდუქტიულია

ნახვები: 423 იტალიური მედია - რასპრადორის თამაში და კვარაცხელიას სკამზე დატოვება კონტრპროდუქტიულია

ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ ფორმით მიმდინარე სეზონში სადებიუტო შეხვედრა „სასუოლოსთან“ შეცვლაზე ჩაატარა – ამის გამო იტალიურ მედიაში ეჭვი გაჩნდა, რომ ქართველის თავს „ნაპოლიში“ რაღაც ხდება. ამის შესაახებ ტელეკომენტატორმა ენრიკო ფედელემ რადიო Radio Marte-ის ეთერში ისაუბრა.

„ფიზიკურმა პრობლემებმა სერია A-ს პირველ მატჩში „ფროსინონესთან“ ქართველს მოედანზე გასვლაში ხელი შეუშალა. თუმცა, არიან ისეთებიც, ვინც თვლის, რომ რუდი გარსიას ეს გადაწყვეტილება ჯაკომო რასპადორის ფაქტორითაა ნაკარნახები.

რუდი გარსია ორი მნიშვნელოვანი მოთამაშის გამოყენებას ცდილობს, როგორებიც არიან ხვიჩა კვარაცხელია და ჯაკომო რასპადორი. ის, რაც გარსიამ კვარაცხელიას უთამაშებლობზე თქვა, ჩემთვის სისულელეა. მხედველობაში მაქვს, მწვრთნელის მზადყოფნა, ტრავმის შემდეგ კვარაცხელიას მდგომარეობა მართოს. 77 ნომერი არ თამაშობს, რადგან, ჩემი აზრით, კვარაცხელიას საკითხის „კვანძის“ გახსნაში მთავარი რასპადორის ფაქტორია“, – ამბობს ენრიკო ფედელე.

დაახლოებით მსგავსი ეჭვი Repubblica-ს ჟურნალისტმა, ანტონიო კორბომ გამოთქვა.

„რასპადორი 50%-ით მომეწონა. არ მესმის, რატომ არის საჭირო იმის შემოწმება, ჯაკომო ძლიერია თუ არა. ის ძლიერია, მაგრამ მაშინ უნდა გამოიყენო, როცა „ნაპოლის“ სჭირდება და არა – პირიქით. რეალური პრობლემა რასპრადორის ტაქტიკურ სქემაში სწორად გამოყენებაა. რასპადორის საჯარიმოსთან ახლოს უწევს თამაში, შემოქმედებითი ფეხბურთელია და დარტყმაც ეხერხება. აი, სად შეუძლია, თავი გამოიჩინოს. ის კარგად ეწერება გუნდში, რომელსაც „სკუდეტოს“ მოგება სურს, მაგრამ დაჟინებით მისი თამაში, ხოლო კვარაცხელიას სკამზე ერთი საათით დატოვება კონტრპროდუქტიულად მეჩვენება“, – ამბობს Repubblica-ს ჟურნალისტი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა