ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა
გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა

პარლამენტის საშემოდგომო სესიას მომავალ კვირაში გაიხსნება

ნახვები: 392 პარლამენტის საშემოდგომო სესიას მომავალ კვირაში გაიხსნება

პარლამენტი საშემოდგომო სესიას მომავალ კვირაში გახსნის. რეგლამენტის შესაბამისად, პარლამენტის საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს იხსნება, შესაბამისად, 5 სექტემბერს საშემოდგომო პლენარული სხდომით გაიხსნება.

საშემოდგომო სესიის ფარგლებში მოსასმენია სახელმწიფო უწყებების საქმიანობის წლიური ანგარიშები, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის. ამ სესიის ფარგლებში ჩანიშნული იქნება მინისტრის საათის ფორმატები. ასევე, ოპოზიცია მთავრობის წევრების მოსმენას ინტერპელაციის ფორმატშიც ითხოვს.

ოპოზიციის წარმომადგენლები მინისტრების დაბარებას საკომიტეტო ფორმატებშიც ითხოვენ, მათ შორის ეკონომიკური გუნდის. დარგობრივი კომიტეტის ფარგლებში ინფრასტრუქტურის მინისტრის მისვლა რომან გოცირიძემ და ხატია დეკანოიძემ მოითხოვეს, მათ კითხვები რიკოთის გზის მშენებლობის შესახებ აქვთ.

რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტი საშემოდგომო სესიას დეკემბრის მესამე პარასკევს ხურავს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა