გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

ილიას ზუროსი - დღევანდელი დღე ისტორიული იყო ქართული კალათბურთისთვის და მოხარულები ვართ, რომ მოვიგეთ

ნახვები: 1912 ილიას ზუროსი - დღევანდელი დღე ისტორიული იყო ქართული კალათბურთისთვის და მოხარულები ვართ, რომ მოვიგეთ

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა და კაბო ვერდე დიდი ანგარიშით 85:60 დაამარცხა. მატჩის შემდეგ, პრესკონფერენციაზე თამაში საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა და კალათბურთელმა გოგა ბითაძემ შეაფასეს:

ილიას ზუროსი: დღევანდელი დღე ისტორიული იყო ქართული კალათბურთისთვის, საქართველოს ნაკრებმა პირველი მატჩი ჩაატარა მსოფლიო ჩემპიონატზე და მოხარულები ვართ, რომ მოვიგეთ. ასევე უნდა გავაგრძელოთ და მომავალ მატჩებშიც გამარჯვებაზე ვიყოთ კონცენტრირებულნი.

დღევანდელ დაპირისპირებაში იმაზე უკეთესად ვითამაშეთ, ვიდრე მოველოდით. კალათბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს წარმატებისთვის. გოგა ბითაძეს მცირე ტრავმა აწუხებდა, მაგრამ, ამის მიუხედავად, ერთ-ერთი საუკეთესო იყო მოედანზე.

მომავალ შეხვედრას რაც შეეხება, სლოვენია გამორჩეული გუნდია, რომლის შემადგენლობაში ლუკა დონჩიჩი თამაშობს. ჩვენთვის მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ნაკრებთან თამაში დიდი გამოწვევაა, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ წარმატებას მივაღწიოთ.

გოგა ბითაძე: გვიხარია, რომ მსოფლიო ჩემპიონატი მოგებით დავიწყეთ. გუნდმა კარგად ითამაშა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

რაც შეეხება ედი ტავარეშს, ის ძალიან მაღალი დონის კალათბურთელია და ძნელი იყო მის წინააღმდეგ გამოსვლა, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა დაცვაში ყურადღებით ითამაშა და კარგად გაართვა თავი მის განეიტრალებას.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა