ისრაელის პრეზიდენტმა ქართველი წარმოშობის ექიმი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა
მარტა კოსი: ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის
Ivanishvili's Georgia Has No Place in the West Marco Rubio Described
გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს
მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება

მიმდინარეობს ორი ადამიანის საძიებო სამუშაოები, არეალი გაზრდილია როგორც უშუალოდ სტიქიის ლოკაციაზე, ასევე მდინარეებზე

ნახვები: 566 მიმდინარეობს ორი ადამიანის საძიებო სამუშაოები, არეალი გაზრდილია როგორც უშუალოდ სტიქიის ლოკაციაზე, ასევე მდინარეებზე

ონის მერის, სერგო ხიდეშელის განცხადებით, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები აქტიურად გრძელდება. მისი თქმით, ამ ეტაპზე ორი ადამიანის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

ამასთან, როგორც მერმა აღნიშნა, ამ დროისთვის ნაპოვნი 31 გარდაცვლილიდან 29 იდენტიფიცირებულია.

„ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შოვში სტიქიის შედეგად გარდაცვლილი 31 მოქალაქე არის ნაპოვნი, 29 არის იდენტიფიცირებული და ორი ადამიანის საძიებო სამუშაოები კვლავ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მოგეხსენებათ, ჩართული არის ყველა შესაბამისი უწყება, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, შსს, თავდაცვის ძალები, წითელი ჯვარი 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ და მინდა, ყველას, თითოეულ მათგანს, თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადავუხადო.

სამძებრო სამუშაოები ამ დროისთვის მიმდინარეობს როგორც უშუალოდ სტიქიის ლოკაციაზე, ასევე მდინარეებზე. მოგეხსენებათ, ჩართული არის შსს-ს შესაბამისი უწყების მცურავი საშუალებები, სამაშველო სამსახური, სამაშველო სამსახურის მიერ მობილიზებული მცურავი საშუალებები. სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს მდინარეების კალაპოტებში როგორც ონის მუნიციპალიტეტის, ასევე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და, შესაბამისად, გაზრდილია არეალი“, – აცხადებს ონის მერი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა