გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოებო აქტიურად მიმდინარეობს

ნახვები: 458 სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოებო აქტიურად მიმდინარეობს

სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ოთხი ადამიანის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

„ამ დროისთვის არსებული ონფორმაციით, 29 მოქალაქე არის ნაპოვნი, აქედან 28 იდენტიფიცირებულია. მიმდინარეობს ოთხი ადამიანის საძიებო სამუშაოები. აქტიურ რეჟიმში გრძელდება საძიებო სამუშაოები როგორც სტიქიის ლოკაციაზე, ასევე მდინარე ჭანჭახისა და მდინარე რიონის კალაპოტებში, როგორც ონის მუნიციპალიტეტის, ისე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებზე. ვიდრე მცირედი შანსი იქნება, საძიებო სამაოები გაგრძელდება. სამუშაოების შეწყვეტასა და გაფართოებაზე შესაბამისი სამსახური მიიღებს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ონის მერმა სერგო ხიდეშელმა.

ამასთან, როგორც ონის მერმა აღნიშნა, სტიქიის ზონაში ნაპირგამაგრებითი და სხვა სახის სამუშაოები მიმდინარეობს.

„ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სტიქიური უბედურების ზონაში აღდგა ორივე დროებითი ხიდი, რომლებიც სტიქიამ სრულად გაანადგურა და მას ახლაც დროებითის სტატუსი აქვს. გარდა ამისა, სამუშაოების ფარგლებში, უშუალოდ შოვში იწყება მდინარეების კალაპოტების გასწორხაზოვნება და ნაპირგამაგრებითი სამუშაოები“, – განაცხადა ონის მერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა