გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

უკრაინელი სამხედროები ზაპოროჟიეს ოლქის სოფელ რობოტინოში შევიდნენ

ნახვები: 946 უკრაინელი სამხედროები ზაპოროჟიეს ოლქის სოფელ რობოტინოში შევიდნენ

უკრაინელი სამხედროები ზაპოროჟიეს ოლქის სოფელ რობოტინოში შევიდნენ და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას ახორციელებენ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი ავრცელებს.

მისი ცნობით, რუსი სამხედროები სოფელს არტილერიით ბომბავენ.

„47-ე ბრიგადის მეომრებმა, რომლებიც ბრძოლით შევიდნენ სოფელ რობოტინოში, ორგანიზება გაუწიეს მშვიდობიანი მცხოვრებლების ევაკუაციას „ბრედლის“ ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანებით. ჩვენი მებრძოლები ასრულებენ გეგმურ საბრძოლო სამუშაოს და ანადგურებენ მტერს. პასუხად, რუსები განუწყვეტლივ ისვრიან რობოტინოს მიმართულებით არტილერიიდან. შეტაკებები გრძელდება“, – აღნიშნა მალიარმა.

სამხრეთის ფრონტზე, სოფელ რობოტინოს რაიონში უკრაინელების წარმატების შესახებ ომის შესწავლის ინსტიტუტიც ავრცელებს ინფორმაციას. თავის ყოველდღიურ ანგარიშში ამერიკული ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ 20-21 აგვისტოს გამოქვეყნებული გეოლოცირებული გამოსახულებები აჩვენებს, რომ უკრაინელები რობოტინოს ცენტრალურ ნაწილამდე მივიდნენ, ასევე გაარღვიეს რუსების თავდაცვა რამდენიმე ადგილას მალა ტოკმაჩკასგან სამხრეთით.

მანამდე სოციალურ ქსელებში რუსი სამხედრო ბლოგერები წერდნენ, რომ რუსეთის ძალები ინარჩუნებენ რობოტინოს მხოლოდ სამხრეთ შემოგარენს, ზოგიერთი ცნობებით კი, რუსებმა სოფელი მთლიანად დატოვეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა