გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

უკრაინის ეროვნული დროშის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება თბილისში 23 აგვისტოს გაიმართება

ნახვები: 460 უკრაინის ეროვნული დროშის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება თბილისში 23 აგვისტოს გაიმართება

თბილისში 32-მეტრიან უკრაინულ დროშას გაშლიან 23 აგვისტოს 19:00 საათზე, მშვიდობის ხიდთან გაიმართება უკრაინის ეროვნული დროშის დღისადმი მიძღვნილი ფლეშმობი. ომის შედეგადს საქართველოში გადაადგილებული უკრაინელები, ქართველი და უკრაინელი აქტვივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები, ბავშვები და რიგითი მოქალაქეები გაშლიან 32-მეტრიან უკრაინის დროშას მშვიდობის ხიდზე. 32 სიმბოლური ციფრია, და ნიშნავს უკრაინის დამოუკიდებლობის წლებს. „ჩვენ ერთად გავშლით 32 მეტრის სიგრძის დროშას, როგორც სიმბოლოს იმისა, რომ უკრაინა 32 წლის განმავლობაში ინარჩუნებს დამოუკიდებლობას, მათ შორის მეგობრების წყალობით მთელი მსოფლიოდან“, - ამბობენ ფლეშმობის ორგანიზატორები. ფლეშმობი 23 აგვისტოს 19:00 საათზე დაიწყება. მსურველების შეკრება მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მშვიდობის ხიდთან დაიწყება 18:40 საათზე. ივენთის ორგანიზატორია ქართულ-უკრაინული პლატფორმა. 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე მოყოლებული პლატფორმის, და მისი თანადამფუძნებლის, ვალენტინა მარჯანიშვილის ძალისხმევით, ათობით პროექტში ათასობით დევნილი უკრაინელია ჩართული - ეს არის ფსიქოლოგიური მხარდაჭერის, ჰუმანიტარული დახმარების, განათლების, სამედიცინო დახმარების, საცხოვრებლით უზრუნველყოფის, იურიდიული კონსულტაციის თუ ნებისმიერი სხვა მიმართულებით გაწეული დახმარება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა