ისრაელის პრეზიდენტმა ქართველი წარმოშობის ექიმი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა
მარტა კოსი: ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის
Ivanishvili's Georgia Has No Place in the West Marco Rubio Described
გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს
მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება

ბექა ოდიშარია - საგამოძიებო კომისიის შექმნა ემსახურება ურეიტინგო ოპოზიციური ძალების პოლიტიკური დღის წესრიგის ზედაპირზე რამენაირ არსებობას, რასაც ჩვენ არასოდეს შევუწყობთ ხელს

ნახვები: 566 ბექა ოდიშარია - საგამოძიებო კომისიის შექმნა ემსახურება ურეიტინგო ოპოზიციური ძალების პოლიტიკური დღის წესრიგის ზედაპირზე რამენაირ არსებობას, რასაც ჩვენ არასოდეს შევუწყობთ ხელს

საგამოძიებო კომისიის შექმნა ემსახურება მხოლოდ ურეიტინგო ოპოზიციური ძალების პოლიტიკური დღის წესრიგის ზედაპირზე რამენაირ არსებობას, რასაც ჩვენ, ბუნებრივია, არასოდეს ვუწყობდით ხელს და არც მომავალში შევუწყობთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

როგორც ბექა ოდიშარიამ აღნიშნა, გარემოებებს, რომლებიც არსებობს შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, იძიებს შსს.

„საჭირო თუ გახდება, პროკურატურაც და ყველა საგამოძიებო სტრუქტურა ჩაერთვება. თუკი შედეგი დადგება იმგვარი, რომ საზოგადოებისთვისაც დარჩება შეკითხვები, აი, შემდეგ შეიძლება, ვიმსჯელოთ საგამოძიებო კომისიის შექმნაზე. როგორ წარმოგიდგენიათ გამოძიების პროცესში მყოფი გამომძიებლების დაბარება, მოწმეების დაბარება, მათ წინაშე პოლიტიკური კონცერტებისა და კორდებალეტების მოწყობა, ეს პროცესს ხელს შეუწყობს თუ შეუშლის? ეს არ ემსახურება არც ჭირისუფლის ინტერესს, არც ყველა იმ გულწრფელი ადამიანის ინტერესს, რომელიც მართლაც თანაუგრძნობს დაღუპულთა ოჯახებს და, ზოგადად, თანაუგრძნობს მთელ საქართველოს ასეთი მძიმე დღეებისას. ეს ემსახურება ინტერესს მხოლოდ იმ ხელმოცარული პოლიტიკოსებისას, რომელთაც არ აქვთ არანაირი პოზიტიური დღის წესრიგი, არც არასდროს ჰქონდათ და მოჩანს, რომ მომავალშიც არ ექნებათ, და ამიტომაც ცდილობენ, რამენაირად შექმნან ნეგატიური დღის წესრიგი, ამ ნეგატიურ დღის წესრიგზე იტივტივონ ერთ ხანს, ვიდრე არ გამოცლებათ ეს ხელიდან“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა