გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

სტიქიის დროს გაერთიანების ნაცვლად ვხედავთ სპეკულაციებს, სიცრუის კამპანიას - კალაძე

ნახვები: 484 სტიქიის დროს გაერთიანების ნაცვლად ვხედავთ სპეკულაციებს, სიცრუის კამპანიას - კალაძე

"არ აქვს მნიშვნელობა ვის რა პოლიტიკური შეხედულება აქვს. გაერთიანების ნაცვლად ვხედავთ სპეკულაციებს, სიცრუის კამპანიას, მიზანმიმართულად არასწორი ინფორმაციის გავრცელებას," - ეს განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ გააკეთა.

კალაძემ შოვში დატრიალებული ტრაგედიით სპეკულირებაში ოპოზიცია კიდევ ერთხელ დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ოპონენტების მიზანს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და პოლიტიკური ქულების დაწერა წარმოადგენს.

თუ გაქვს ღამის ხედვის სისტემა, ეს არ ნიშნავს, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება გამოიყენოს ვერტმფრენმა. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ამინდი. ხაზი მინდა გავუსვა, რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, ღამის ხედვის ტექნოლოგიაზე, ეს არის დრონი, რომელიც ჩვენ შესაბამის სამსახურებს გააჩნია. იცით, რომ ვერტმფრენები შესყიდულია, 2024 წლიდან დაიწყება მათი შემოტანა.

ძალიან ცუდია, როდესაც ვსაუბრობთ ტრაგედიების, სტიქიების პოლიტიკურად გამოყენებასა და სპეკულაციაზე, ეს დამაზიანებელია. პირადად მე და ჩემი ოჯახი აღმოვჩნდით ამ სპეკულაციების დარტყმის ქვეშ. გახსოვთ, კამპანია ჰქონდათ, თითქოს, აღნიშნული ვერტმფრენები, რომელიც სამაშველო სამუშაოებს ახორციელებს შოვში ჩამოვიდა და ჩემი ბავშვები გაიყვანა, ხალხი კი მოატოვა. სიბინძურე წამოვიდა ბოლო დღეების განმავლობაში და არ ვიცი ეს ყველაფერი მიზანმიმართულად ხდებოდა თუ არა. ძალიან მძიმეა, როდესაც ასეთი ფაქტები ფიქსირდება.

სტიქიის, ტრაგედიების დროს, როდესაც ამხელა უბედურება დაატყდა ქვეყანას, მგონია, რომ ყველა უნდა გავერთიანდეთ. არ აქვს მნიშვნელობა ვის რა პოლიტიკური შეხედულება აქვს. გაერთიანების ნაცვლად ვხედავთ სპეკულაციებს, სიცრუის კამპანიას, მიზანმიმართულად არასწორი ინფორმაციის გავრცელებას იმისთვის, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, ვიღაც ცდილობს, რომ ამ ყველაფერზე პოლიტიკური ქულები დაიწეროს," - განაცხადა კალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა