გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

ვოლოდიმირ ზელენსკი- ერმანია და უკრაინა კიევისთვის დამატებითი „პეტრიოტის“ ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის მიწოდებაზე შეთანხმდნენ

ნახვები: 512 ვოლოდიმირ ზელენსკი- ერმანია და უკრაინა კიევისთვის დამატებითი „პეტრიოტის“ ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის მიწოდებაზე შეთანხმდნენ

გერმანია და უკრაინა კიევისთვის დამატებითი „პეტრიოტის“ ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის მიწოდებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ  ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„კარგი ამბავია გერმანიიდან – ზუსტად ის, რაზეც შევთანხმდით ოლაფ შოლცთან. არსებობს დამატებითი „პეტრიოტის” სისტემები. ეს აუცილებლად დაგვაახლოებს უკრაინისთვის სრულფასოვანი საჰაერო ფარის შექმნასთან. ეს დაეხმარება ხალხს, ქალაქებს, სოფლებს”, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე მადლობა გადაუხადა გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს გაწეული დახმარებისთვის და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი უკრაინას დაეხმარება ხალხის დასაცავად რუსული ტერორის წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ გერმანიამ უკრაინისთვის ორი „პეტრიოტის“ ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა