წმინდა სინოდის 3 აპრილის სხდომის ოქმი
მეუფე ზენონი - შეიქმნა საარჩევნო კომისია, რაც შეეხება განათლების და ასაკის საკითხს, ამის შესახებ გადაწყვეტილება იქნება მომავალ სხდომაზე
სინოდის შემდეგი სხდომა 24 აპრილს გაიმართება
სინოდმა პატრიარქის ასაკთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ვერ მიიღო
ზოგიერთ ბენზინგასამართ სადგურზე ბენზინის ფასმა 4 ლარს მიაღწია
ე.წ. უდოს კომისიამ მზია ამაღლობელის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი თქვა
მეუფე ვახტანგი - წმინდა სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატის განათლებისა და ასაკის საკითხი განიხილება
დონალდ ტრამპი - ჩვენს სამხედრო ძალებს არც დაუწყიათ იმის განადგურება, რაც ირანში დარჩა, შემდეგია ხიდები, ელექტროსადგურები

ჯო ბაიდენი - პუტინს ჰგონია, რომ წარმატების მიღწევა და ნატო-ს გატეხვა შეუძლია, ის ამას ვერ შეძლებს

11.07.2023 ნახვები: 559

ვფიქრობ, პუტინს ჰგონია, რომ მას წარმატების მიღწევა და ნატო-ს გატეხვა შეუძლია. ის ამას ვერ შეძლებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვილნიუსის სამიტის დაწყებამდე, ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჯო ბაიდენმა ალიანსის გენერალურ მდივანს მიმართა და აღნიშნა, რომ იენს სტოლტენბერგის ლიდერობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

„მინდა, აღვნიშნო, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე თქვენ აგრძელებთ ნატო-ს ხელმძღვანელობას. თქვენ გენდობიან და თქვენზე უკეთ ვერავინ ერკვევა სიტუაციაში, რომლის წინაშეც ვართ. ნამდვილად ისტორიული მომენტია, როდესაც შვედეთი და ფინეთი უერთდებიან ალიანსს და ეს ლოგიკურია. ამიტომ, თქვენს ლიდერობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ შევთანხმდით იმ ტექსტზე, რომელიც თქვენ შემოგვთავაზეთ უკრაინის ნატო-ში მომავალი გაწევრიანების შესაძლებლობასთან დაკავშირებით. ჩვენ ველოდებით ნატო-ს ერთიანობის კუთხით მუშაობის გაგრძელებას. თქვენ არაერთხელ მოგისმენიათ აშშ-ის პრეზიდენტისგან, რომ პუტინს ჰგონია, მას წარმატების მიღწევა და ნატო-ს გატეხვა შეუძლია. ის ამას ვერ შეძლებს. განსაკუთრებით, თქვენთან ერთად“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა