ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა
გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა

„არაადეკვატური კითხვაა ეკონომიკის მინისტრის მიმართ“ - ნათია თურნავა სააკაშვილის შიმშილობაზე

ნახვები: 489 „არაადეკვატური კითხვაა ეკონომიკის მინისტრის მიმართ“ - ნათია თურნავა სააკაშვილის შიმშილობაზე

„შიმშილობს თუ არ შიმშილობს, მე, არ მიწყინოთ, მაგრამ არაადეკვატური კითხვაა ეკონომიკის მინისტრის მიმართ," - განაცხადა დღეს, 12 ოქტომბერს, ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, რომელიც მიხეილ სააკაშვილის შიმშილობას ეხებოდა.

შეგახსენებთ: მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ის მე-12 დღეა, შიმშილობს.

„ის იხდის სასჯელს, რომელიც დაკისრებული აქვს კანონით. რაც შეეხება იმას, შიმშილობს თუ არ შიმშილობს, მე, არ მიწყინოთ, მაგრამ არაადეკვატური კითხვაა ეკონომიკის მინისტრის მიმართ. მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი შიმშილობს სიღარიბის გამო, საქართველოშიც, ჯერ სამწუხაროდ, სიღარიბის პრობლემა გვაქვს. თქვენ რომ მეკითხებოდეთ, ეკონომიკის მინისტრს, რას ვაკეთებთ იმისთვის და ბერვ რამეს ვაკეთებთ, რომ შიმშილის პრობლემა ბოლომდე აღმოიფხვრას საქართველოში და არავის უჭირდეს კვება, სიღარიბეს ვებრძოლოთ, მაშინ იქნებოდა სწორი კითხვა ჩემთან. მაგრამ, ეს კონკრეტულად საერთოდ არ მაინტერესებს, მინდა გითხრათ, აი ძალიან ნაკლებად მაინტერესებს", - თქვა თურნავამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა