გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

"დაიცავი გამოხატვის თავისუფლება" – "პრაიდ ფესტივალის" ჩაშლის გამო, საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია დაანონსდა

ნახვები: 488 "დაიცავი გამოხატვის თავისუფლება" – "პრაიდ ფესტივალის" ჩაშლის გამო, საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია დაანონსდა

"დაიცავი გამოხატვის თავისუფლება" – Pride fest 2023-ის ჩაშლის გამო, პარლამენტთან 20:00-ზე აქცია გაიმართება. 

"დღეს, ქართული ოცნების მიერ წახალისებულმა და პოლიციის უმოქმედობით გათამამებულმა მოძალადე ჯგუფებმა ძალადობრივი მეთოდებით ჩაშალეს პრაიდის კვირეულის ფარგლებში ორგანიზებული მშვიდობიანი, დახურული ღონისძიება. დაწვეს ყველაფერი, რაც ხელში მოხვდათ. თუ გგონია, რომ ეს ნორმალურია, მშვიდად იჯექი სახლში. თუ გგონია, რომ ცეცხლი შენს კარებამდეც მოვა, გამოდი გარეთ!

მაშინ, როდესაც ხელისუფლება არ იცავს ჩვენს გამოხატვის თავისუფლებას, ეს უნდა გააკეთოს ხალხმა, ანუ ჩვენ. უმცირესობის უფლებათა დაცვა არის ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველი. მოდი რუსთაველზე" - წერენ ორგანიზატორები.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა