გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

ალეკო ელისაშვილი - საგამოძიებო კომისიის შექმნისას „ქართულ ოცნება“ რეგისტრაციას არ გადიოდა და ჩვენც ხურდა დავუბრუნეთ

ნახვები: 492 ალეკო ელისაშვილი - საგამოძიებო კომისიის შექმნისას „ქართულ ოცნება“ რეგისტრაციას არ გადიოდა და ჩვენც ხურდა დავუბრუნეთ

ქართული ოცნება“ რეგისტრაციას არ გადიოდა საგამოძიებო კომისიის შექმნისას და ჩვენც ხურდა დავუბრუნეთ, როგორც გვექცევიან ხოლმე, ისე მოვიქეცით, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა.

„განსაკუთრებული, გარდამტეხი არ მომხდარა, „ქართულ ოცნებას“ ხურდა დავუბრუნეთ. როგორც გვექცევიან ხოლმე, ისე მოვიქეცით. საგამოძიებო კომისიის შექმნისას თავად რეგისტრაციას არ გადიოდნენ და ჩავასესხეთ ის, რაც მანამდე გვასესხეს. რიგგარეშე სხდომები ისევ იქნება, მაგრამ ჩვენც წავპწკინეთ. „გირჩმა“ თქვა, რეგისტრაცია არ გავიაროთო და არ გავიარეთ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დღეს კვორუმის არარსებობის გამო ვერ შედგა. რეგისტრაცია გაიარა მხოლოდ 65-მა დეპუტატმა, რაც პლენარული სხდომის ჩატარებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. სხდომაზე თავდაცვის კოდექსში ცვლილებები უნდა განეხილათ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა