ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ირაკლი კობახიძე - სამომავლოდ, სტატუსთან დაკავშირებით ნეგატიური გადაწყვეტილება თუ იქნება, ყველა თემაზე დაგვჭირდება საზოგადოებასთან მსჯელობა

ნახვები: 607 ირაკლი კობახიძე - სამომავლოდ, სტატუსთან დაკავშირებით ნეგატიური გადაწყვეტილება თუ იქნება, ყველა თემაზე დაგვჭირდება საზოგადოებასთან მსჯელობა

იმედს გამოვთქვამ, ჩვენ მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი და საქართველოსთვის დადებითი გადაწყეტილება იქნება მიღებული, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, თეორიულად თუ დავუშვებთ ისეთ განვითარებას, რომ ქვეყანამ ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, საზოგადოებისთვის ამის ახსნა იქნება ძალიან რთული.

„პირველ რიგში, ოპტიმიზმს გამოვხატავ, იმედია, დეკემბერში სხვანაირი გადაწყეტილება იქნება მიღებული. თეორიულად თუ დაუშვებთ ასეთ განვითარებას, რა თქმა უნდა, საზოგადოებისთვის ამის ახსნა იქნება ძალიან რთული. საზოგადოება ძალიან იმედგაცრუებული იყო შარშან, ივნისში და დეკემბერშიც რომ მოხდეს იგივე, ბუნებრივია, ეს გამოიწვევს საზოგადოების იმედგაცრუებას. რა თქმა უნდა, ჩვენ დაგვჭირდება ყველა დეტალის განხილვა, რაც ასეთ შესაძლო გადაწყვეტილებასთან შეიძლება, იყოს დაკავშირებული, პოლიტიკური რისკები არსებობს, ჩვენ ვერიდებით დღეს ამ პოლიტიკურ რისკებზე საუბარს. სამომავლოდ თუ იქნება ნეგატიური გადაწყვეტილება მიღებული, ყველა თემაზე დაგვჭირდება საზოგადოებასთან ერთად მსჯელობა. მე იმედს გამოვთქვამ, ჩვენ მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი და საქართველოსთვის დადებითი გადაწყეტილება იქნება მიღებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა