ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

პრეზიდენტი ვეტოებს წაღმა-უკუღმა იქნევს - ირაკლი ზარქუა

ნახვები: 617 პრეზიდენტი ვეტოებს წაღმა-უკუღმა იქნევს - ირაკლი ზარქუა

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საარჩევნო კომისია, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუციაა სახელმწიფოში და ბოლო დროის ტენდეციაა, რასაც ვაკვირდები, პრეზიდენტი ვეტოებს წაღმა-უკუღმა იქნევს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისივე თქმით, უმავლესობის წევრებმა ვერ დაინახეს ვერც მოტივირებული არგუმენტი, ვერც კონკრეტული მოტივაცია, რატომ იყენებს პრეზიდენტი ვეტოს.

„ასევე ვერ დავინახეთ „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონზეც, როდესაც ჩვენ ცვლილებები შევიტანეთ. რა იყო იქ საფუძველი, რომ სამი მოადგილიდან ერთი ავარჩიოთ, ვინ იქნება პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ამას ვეტო დაადო. ვეტო გადავლახეთ, დაიქცა ქვეყანა? ანალოგიურად, ახლა ველოდებოდით, რომ შარლ მიშელის შეთანხმების საფუძველზე, რომელიც აპრილის თვეში დაიდო და სამი თვე ველოდებოდით რადიკალურ ოპოზიციას, ხელი მოეწერა, ანულირდა, გამოვედით ამ შეთანხმებიდან. რადგან იქ ჩაწერილი იყო ეს პუნქტები, ჩვენ მაინც მივიღეთ და ავსახეთ რეგლამენტში. პრეზიდენტმა ყოველგვარი არგუმენტების გარეშე, ის კანდიდატურა, რომელიც ჩვენ მიერ იყო შეთანხმებული, არ წარმოადგინა. ვერ მივხვდით, საფუძველი რა არის. თვითონაც თქვა, რომ კომპეტენტური იყო კალანდარიშვილი, კვალიფიკაციაც აქვს, მაგრამ არ მომწონსო. ეს არაა უარის თქმის საფუძველი. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ცვლილებები შეგვეტანა რეგლამენტში, ცესკო-ს წევრების კანდიდატურას წარმოადგენს პარლამენტის თავმჯდომარე და შემდეგ დაამტკიცებს უმრავლესობა“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა