ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

გიორგი მსხილაძე - ჩვენ ვერ მოვისმინეთ ვერანაირი არგუმენტი, როგორ შეიძლება კომპრომისული გადაწყვეტილება იყოს იმაზე უარესი, ვიდრე ცესკო-სთან დაკავშირებით ერთპარტიული გადაწყვეტილება

ნახვები: 618 გიორგი მსხილაძე - ჩვენ ვერ მოვისმინეთ ვერანაირი არგუმენტი, როგორ შეიძლება კომპრომისული გადაწყვეტილება იყოს იმაზე უარესი, ვიდრე ცესკო-სთან დაკავშირებით ერთპარტიული გადაწყვეტილება

პარლამენტმა, სამწუხაროდ არ გაიზიარა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და მისი არაპროფესიული წევრების არჩევასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ცვლილებებით შემოთავაზებული იყო კომპრომისული ვარიანტი, სადაც, ორი მესამედის ნაცვლად, ხმების რაოდენობა დადიოდა სამ მეხუთედამდე, რისი პრეცედენტიც საქართველოს პარლამენტში უკვე იყო.

„ჩვენ ვერ მოვისმინეთ ვერანაირი არგუმენტი და ვერანაირი დამაჯერებელი ახსნა იმისა, თუ როგორ შეიძლება, კომპრომისული გადაწყვეტილება იყოს იმაზე უარესი, ვიდრე ერთპარტიული გადაწყვეტილება და დანიშვნა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, როცა ვენეციის კომისიის დასკვნაც და ასევე შუალედური ანგარიშიც ევროკომისიის მიუთითებდა იმაზე, რომ აღნიშნული ცვლილება არ უნდა ყოფილიყო მიღებული. ეს შეიძლება, შემაფერხებელი გარემოება ყოფილიყო იმ 12 რეკომენდაციის შესრულებაში, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან აახლოებს“, – განაცხადა მსხილაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა