გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა
მარტა კოსი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე: შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენიც წევრ სახელმწიფოებს სურთ
ელენე ხოშტარია: ლევან იოსელიანმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა უნდა დააწესოს, პატიმრები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დარჩნენ
ენერგოდამოუკიდებლობის გადადებული შესაძლებლობა: რა გვექნებოდა აშენებული პროექტებით და რატომ გვჭირდება ახალი ელექტროსადგურები
მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას

დავით უსუფაშვილი - გამიჩნდა განცდა, რომ მეორე, რაც კიდევ გასაგზავნია კოსმოსში უცხო ცივილიზაციებისთვის, საარჩევნო კოდექსია, იმის საჩვენებლად, რა ჭაობში ვფართხალებთ ეს საოცარი ხალხი

ნახვები: 570 დავით უსუფაშვილი - გამიჩნდა განცდა, რომ მეორე, რაც კიდევ გასაგზავნია კოსმოსში უცხო ცივილიზაციებისთვის, საარჩევნო კოდექსია, იმის საჩვენებლად, რა ჭაობში ვფართხალებთ ეს საოცარი ხალხი

დედამიწიდან გზავნილებს შორის არის ქართული „ჩაკრულო“. 35-წლიანი საარჩევნო პრაქტიკის შემდეგ, გამიჩნდა განცდა, რომ მეორე რამ, რაც კიდევ გასაგზავნია კოსმოსში უცხო ცივილიზაციებისთვის, არის საარჩევნო კოდექსი, იმის საჩვენებლად, რა ჭაობში ვფართხალებთ ახლა ეს საოცარი ხალხი, – ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის, „ლელოს“ თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვის დროს პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

უსუფაშვილის თქმით, საარჩევნო კოდექსი არის სხვადასხვა ხელისუფლების დროს, სხვადასხვა კონტექსტის დროს მოფიქრებული და ერთმანეთზე ჩახლართული ამბების კომპილაცია.

„ეს ყველაფერი ეფუძნება იმას, რომ არჩევნები მოახლოვდება თუ არა, ეს გადასარევი ხალხი, „ჩაკრულოს“ შემქმნელი და არა მარტო „ჩაკრულოსი“, ვიწყებთ საოცარ ურთიერთშერკინებას – ნახევარი საქართველო მეორე ნახევარ საქართველოს დავდევთ და ვუყურებთ ერთმანეთს ჯიბეში, ხელებში, ხომ არაფერი ჩააგდო, ხომ არაფერი ამოიღო, ბიულეტენი ხომ არ დაწვა, ხომ არაფერი ჩაასწორა. ერთმანეთს ვაღიარებთ ხმების მომპარავ, გამყალბებელ, ქურდბაცაცა ადამიანებად და შემდეგ ამ პროცესიდან გვინდა, რამე კარგი გამოვიდეს. ასეთი არჩევნების გზით რომ მივიღებთ ხელისუფლებას, ოპოზიციას და პოლიტიკურ სპექტრს, გვინდა ხოლმე, რამე დადებითს დაედოს საფუძველი, ეს შეუძლებელია. ეს ვერ მოხდება, რადგან იმ ტიპის არჩევნებით, რაც ჩვენ დაგვებედა და რასაც ვატარებთ, ვშორდებით ქართულ სახელწიფოს, ვშორდებით იმას, რაც კონსტიტუციაში დიდი ასოებით გვიწერია“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა