ისრაელის პრეზიდენტმა ქართველი წარმოშობის ექიმი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა
მარტა კოსი: ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის
Ivanishvili's Georgia Has No Place in the West Marco Rubio Described
გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს
მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება

რამაზ სვანაძე - შევეცდებით, ოლიმპიადის საგზური მოვიპოვოთ

ნახვები: 566 რამაზ სვანაძე - შევეცდებით, ოლიმპიადის საგზური მოვიპოვოთ

ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში ნიდერლანდების ნაკრებთან მატჩის შემდეგ საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ „დინამო არენაზე“ გამართულ პრესკონფერენციაზე განვლილი მატჩი და ეტაპი შეაფასა.

„გილოცავთ, ისტორიულ შედეგს! პირველ ევროპის ჩემპიონატზე მეოთხედფინალში ვარ, თან პირველი ადგილით. ამისთვის მადლობა ჩემს სტაფს, ბიჭებსა და გულშემატკივრებს.

ურთულესი პირველი ტაიმი იყო. ნიდერლანდებმა ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლია, მაგრამ, ჩემი აზრით, ჯგუფში საუკეთესო გუნდი იყო. ამ შეხვედრაში თავი იჩინა დაღლილობამ, მაგრამ გამოჩნდა ამ თაობის მენტალობა და მიმაჩნია, რომ ამ თაობას ბევრი შეუძლია.

ჩვენდა სასახელოდ, ბიჭებმა მოახერხეს მეტოქისთვის ღირსეული წინააღმდეგობის გაწევა და შედეგის ჩვენება. რეალურად, პორტუგალია იყო ის ნაკრები, რომელსაც ყველაზე კარგად ვიცნობდით. ნიდერლანდები და ბელგია კი ეროვნული გუნდიდან სერიოზულად გაძლიერდა. მათ შესარჩევში და ევროპის ჩემპიონატზე სულ სხვა ფეხბურთი ითამაშეს. ამიტომ გაგვიჭირდა.

ჩენი მოთამაშეების ფიზიკური მდგომარეობა არ არის ასეთი ინტენსიობის თამაშისთვის საკმარისი. ამიტომაა ჩენი ბიჭების მონდომება დასაფასებელი, მით უფრო ჯგუფში პირველზე გასვლა.

მეოთხედფინალში გასვლას რაც შეეხება – ეს კარგია, მაგრამ უკან არასოდეს ვიხედებით. ოლიმპიადაზე მოხვედრა კი ყველას ოცნებაა და შევეცდებით, ეს საგზური მოვიპოვოთ, – ამბობს რამაზ სვანაძე.

A ჯგუფში რამაზ სვანაძის გუნდი პირველ ადგილზე გავიდა და ევრო 2023-ის მეოთხედფინალში პირველ ივლისს „დინამო არენაზე C ჯგუფის მეორეადგილოსანს დაუპირისპირდება.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა