ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა თანამშრომელმა წულუკიანს დავა მოუგო

ნახვები: 612 ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა თანამშრომელმა წულუკიანს დავა მოუგო

მუზეუმიდან გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა თანამშრომელმა თეა წულუკიანს სასამართლო დავა მოუგო. 

​სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია ლიკა მამაცაშვილის გათავისუფლება და ეროვნულ მუზეუმს კომპენსაციის სახით 1800 ლარის გადახდა და განაცდურის ანაზღაურება დაეკისრა.

ამის შესახებ ინფორმაციას "მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი" ავრცელებს.

პროფკავშირში ამბობენ, რომ ეს უკვე მე-11 სასამართლო პროცესია, რომელიც კულტურის სამინისტროს სისტემიდან უკანონოდ და რეპრესიულად გათავისუფლებულმა ადამიანებმა მოიგეს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წინააღმდეგ.

"გაცნობებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილმა 2023 წლის 21 ივნისს გამოაცხადა გადაწყვეტილება საქმეზე ლიკა მამაცაშვილი სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის წინააღმდეგ, რომლითაც ძირითადად დაკმაყოფილდა ლიკა მამაცაშვილის სარჩელი. სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია ლიკა მამაცაშვილის სამსახურიდან გათავისუფლება და ბათილად ცნო ბრძანება, რომლითაც ლიკა მამაცაშვილი სამსახურიდან გათავისუფლდა, ასევე ეროვნულ მუზეუმს დაეკისრა განაცდურის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ამასთან ეროვნულ მუზეუმს ლილი მამაცაშვილის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის სახით 1800 ლარის ანაზღაურება". - ნათქვამია განცხადებაში. 

ლიკა მამაცაშვილი თბილისის ისტორიის მუზეუმის დროებითი გამოფენების ხელმძღვანელი იყო, რომელიც სამსახურიდან 2022 წლის 3 ივნისს  გაათავისუფლეს.

 

 
 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა