ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

"ოცნებას" ახალგაზრდებზე ძალადობის ნებართვა აქვს გაცემული - ირაკლი კუპრაძე

ნახვები: 609 "ოცნებას" ახალგაზრდებზე ძალადობის ნებართვა აქვს გაცემული - ირაკლი კუპრაძე

"ლელოს" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე ფრანკლინის კლუბის ღონისძიებაზე მოძალადეების მისვლას ეხმიანება და ამბობს, რომ ისინი "ქართული ოცნების" დავალებას ასრულებენ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ახალგაზრდებზე, რომლებიც ქვეყნის განვითარებასა და დემოკრატიაზე მსჯელობენ, ხელისუფლებას ძალადობის ნებართვა აქვს გაცემული. 

"დგანან ადამიანები, რომლებსაც აქვთ სრულიად გარკვეული დავალება „ქართული ოცნების" მხრიდან - იყვნენ „ტიტუშკები“ „ქართული ოცნების“ ხელში. დაშვებაა გაკეთებული, რომ „კი, მიდი, ჩაიდინე დანაშაული, მიდი, ესროლე ქვა ახალგაზრდებს, რომლებიც რაზე საუბრობენ? ამ ქვეყნის განვითარებაზე, სიყვარულზე, დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე.  ამას პასუხი აქვს ძალიან ნათელი. ამიტომაც ვარ დღეს აქ ჩემს მეგობრებთან ერთად. დარწმუნებული ვარ, რომ დავინახავთ ბევრ საინტერესო ახალგაზრდას, რომელსაც არაფრის ეშინია. გარეთ იდგნენ და იყაყანონ. მინდა გავახსენო ირაკლი ღარიბაშვილს, რომ მისი შვილი ფრანკლინის სახელობის უნივერსიტეტში სწავლობს ამერიკაში. ამიტომ ეს ხალხი არის სასაცილო თავიდან ბოლომდე, - ამბობს კუპრაძე. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა