ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

პაველ ჰერჩინსკი - პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა დაუშვებელია, ის მიუღებელია ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის

ნახვები: 613 პაველ ჰერჩინსკი - პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა დაუშვებელია, ის მიუღებელია ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის

პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა დაუშვებელია, ის მიუღებელია ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე, რომელიც გორში, „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძისთვის შეურაცხყოფის მიყენებას ეხებოდა.

ელჩის განცხადებით, იმედოვნებს, რომ ვითარება საქართველოში არასდროს გაუარესდება ასეთი მოტივირებული ძალადობის დონემდე.

„მე გავეცანი მოხსენებებს, თუმცა სრულად გარკვეული არ ვარ, რა მოხდა. ვიმედოვნებ, ეს აუცილებლად იქნება გამოძიებული. რისი თქმაც შემიძლია ხმამაღლა, რომ პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა დაუშვებელია, ის მიუღებელია ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის. ვიმედოვნებ, ვითარება საქართველოში არასდროს გაუარესდება ასეთი მოტივირებული ძალადობის დონემდე“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ინფორმაციით, ზურა ჯაფარიძეს დღეს გორში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მათივე ცნობით, ჯაფარიძეს თავს დაესხა უცნობი მამაკაცი, რომელმაც მას თვალის არეში დაზიანება მიაყენა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა