პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა
2025 წელს საქართველოში შობადობა 4.1 პროცენტით შემცირდა
საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი ევროპული ავიაკომპანია Norwegian Air Sweden-ი შემოდის
უკრაინის კრიზისი, ირანის ომი და საქართველოს ბედი: ექსპერტები ქვეყნის მთავარ გამოწვევებზე
ანდრეი სიბიგა მარკო რუბიოს შეხვდა
პროკურატურამ ბაჩო ახალაიას ბრალდება წარუდგინა
„ტიკტოკერი“, თეკლა გერსამია ფარულ ჩანაწერში - აფექტურ მდგომარეობაში ვიყავი, დანა ჩავარტყი, ოღონდ განზრახ არა, გავუქანე და ჩავარტყი
War update: 150 clashes on front line over past day, three sectors most active

სააკაშვილის ადგილას, მოვითხოვდი "ვივა მედიდან" ციხეში გადაყვანას და დავიწყებდი მონანიების სერიას - ხვიჩია

16.06.2023 ნახვები: 576

"გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩა ამბობს, რომ სანამ მიხეილ სააკაშვილი ცოცხალია, ის ქართული პოლიტიკიდან არ წავა, ამიტომაც თუ მესამე პრეზიდენტს პოლიტიკაშ დაბრუნება უნდა, იაგო ხვიჩია ამს მოუწოდებს, რომ  მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს ვივა მედიდან" ციხეში გადაყვანა მოითხოვოს და მონანიების სერია დაიწყოს.

ხვიჩიას თქმით, ეს იქნება გზვნილი ქართველი ხალხისთვის, რომ მას მართალც სურს ქართულ პოლიტიკაში დაბრუნება.

ოპოზიციონერი ასევე მოუწოდებს დაპატიმრებულ პრეზიდენტს, რომ სალომე ზურაბიშვილისგან არა შეწყალება, არამედ საქართველოს მოქალაქეობას მოითხოვოს.

"ჩემი აზრით მიხეილ სააკაშვილი მართლა უნდა დაბრუნდეს პოლიტიკოსის როლში თავის პარტიაში იმიტომ, რომ მისი პარტია ფაქტობრივად განადგურების პირას იყო, იმ გარემოების გამო, როცა მიხეილ სააკაშვილი თან იყო ქართულ პოლიტიკაში და თან თავს იკლავდა არ ვარ ქართულ პოლიტიკაში, არ მაინტერესებს ეს ამბავიო. ჩემი აზრით, ის ღიად უნდა დაბრუნდეს ქართულ პოლიტიკაში და ამისკენ მე მგონი ნაბიჯები იდგმება სწრაფად.

მე მის ადგილას მოვთხოვდი ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს არა შეწყალებას, არამედ საქართველოს მოქალაქეობას, რისი უფლებაც მას ჩემი აზრით კანონით აქვს და ასევე მოვითხოვდი "ვივა მედიდან" ციხეში გადაყვანას, რომ ადამიანებისთვის გამეგზავნა მესიჯი, რომ ვბრუნდები ქართულ პოლიტიკაში. ეს იქნებოდა პირველი ნაბიჯები და შემდეგში უკვე ჩემი აზრით მიხეილ სააკაშვილმა უნდა დაიწყოს მონანიების სერია ქართველ ხალხთან იმიტომ, რომ მას ბევრი აქვს ჩემი აზრით მოსანანიებელი და პირველ რიგში, ის სასამართლო რის გამოც თვითონ ზის ახლა ციხეში და ეს იქნებოდა სერიოზული ნაბიჯები ქართულ პოლიტიკაში დასაბრუნებლად. მე არ ვიცი, ეს ეყოფა თუ არა ნაცმოძრაობას იმიტომ, რომ მგონია ეს არის მაინც ქართული ოცნების თამაში, რომ მიხეილ სააკაშვილისგან კიდევ ერთხელ შეიქმნას მტრის ხატი.

მიხეილ სააკაშვილი თავის ამ ნაბიჯით, რასაკვირველია, ქართულ ოცნებას დაეხმარება მტრის ხატის გაძლიერებაში, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს მანამდეც ასე იყო და ყველამ იცის, რომ მიხეილ სააკაშვილი სანამ ცოცხალია ის ქართული პოლიტიკიდან არ წავა და სჯობს, რომ ის იყოს ქართულ პოლიტიკაში და მან იპოვოს ის ადგილი ქართულ პოლიტიკაში, რაც მას ეკუთვნის და არა ის ადგილი, რასაც ჩემულობს, რომ მისი ადგილია, რომ ისევ ერთპიროვნულად მოევლინოს ქვეყანას ხელისუფლებაში, - თქვა იაგო ხვიჩიამ "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა