ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების ორგანოთა კონგრესმა საქართველოს შესახებ რეკომენდაციები მიიღო
დონალდ ტრამპი - ირანის ახალმა რეჟიმმა ცეცხლის შეწყვეტა გვთხოვა
პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები, რომლითაც საქართველოში იმპორტირებული მსუბუქი ავტომობილების განბაჟების საფასური გადაიხედა და 6 წელზე მეტი ასაკის მანქანების აქციზის განაკვეთი გაიზარდა
კირ სტარმერი - რა ზეწოლაც არ უნდა იყოს, მე ვარ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი და ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედო
NASA-ს მეორე ექსპედიცია - 2 აპრილს, თბილისის დროით 02:24 საათზე, 4 ასტრონავტი მთვარისკენ გაფრინდება
საია - სტრასბურგის სასამართლომ „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზე“ ქართული სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციების სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო და წერილობითი კომუნიკაცია წარადგინა
დღეიდან, პლასტმასისგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, სასმლის მოსარევების, ასევე გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერების და მათი თავსახურების, ჭიქების და მათი თავსახურების რეალიზაცია აიკრძალა
ტრამვაის ხაზი ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვეში უნდა აშენდეს

ენტონი ბლინკენი - ნატო-ს მომავალ სამიტზე შეიძლება მოსალოდნელი იყოს უკრაინისთვის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის სტაბილური პაკეტის შეთავაზება

13.06.2023 ნახვები: 559

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ძალიან ადრეა იმის თქმა, თუ საით მიემართება უკრაინის კონტრშეტევა, მაგრამ ვაშინგტონი დარწმუნებულია, რომ კიევი გააგრძელებს წარმატების მიღწევას რუსეთის მიერ მიტაცებული მიწების დაბრუნების მცდელობაში.

მედიის ინფორმაციით, ბლინკენმა ეს განცხადება ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ენტონი ბლინკენი მიიჩნევს, რომ ვილნიუსში, ნატო-ს მომავალ სამიტზე, შესაძლოა, მოსალოდნელი იყოს უკრაინის მიმართ პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის სტაბილური პაკეტის შეთავაზება.

ამასთან, მისი თქმით, აშშ-ს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი მაქსიმალურად გაზარდოს თავისი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, რათა ქვეყანამ ბრძოლის ველზე წარმატების მიღწევა შეძლოს.

ცნობილი ხდება, რომ აშშ-მ დღეს, შესაძლოა, უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადოს. 

„ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას 325 მილიონ აშშ დოლარამდე ღირებულების დამატებით სამხედრო დახმარებას გაუწევს“, - წერს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი „ტვიტერზე“.

მისი წყაროს ცნობით, დახმარების პაკეტში შედის Stryker-ის ჯავშანტექნიკა და Bradley-ს ტიპის ქვეითი საბრძოლო მანქანები. უკრაინა ასევე მიიღებს საბრძოლო მასალას NASAMS-ისა და HIMARS-ის სარაკეტო სისტემებისთვის.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა