ისრაელის პრეზიდენტმა ქართველი წარმოშობის ექიმი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა
მარტა კოსი: ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის
Ivanishvili's Georgia Has No Place in the West Marco Rubio Described
გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს
მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება

საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება

ნახვები: 566 საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება

საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მსხვილ ქალაქებში ჰაერის დაბინძურება სერიოზული პრობლემაა.

„ჰაერის დაბინძურების საკითხი ჩვენ ყველას გვაწუხებს, ჩვენს ხალხს, მოსახლეობას, საზოგადოებას.  ჩვენს დედაქალაქში და ასევე მსხვილ ქალაქებში არის ძალიან დიდი პრობლემა. ამის თაობაზე დეტალური კვლევები ჩაატარა გარემოს ეროვნულმა სააგენტომ და მინდა, ამის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება გაგაცნოთ.

პირველ რიგში, მინდა, საზოგადოებას შევახსენო, რომ ჩვენ უკვე დიდი ხანია, რამდენიმე წელია, საწვავზე დავაწესეთ სტანდარტი და „ევრო 5“-ის სტანდარტის საწვავი შემოდის საქართველოში. ამას, რა თქმა უნდა, მუდმივად მონიტორინგს უტარებს შესაბამისი სამსახური, გარემოს ეროვნული სააგენტო. დიზელი იყო დარჩენილი. ჩვენ წელს დიზელზეც მივიღეთ გადაწყვეტილება. შემოდის „ევრო 5“-ის სტანდარტის დიზელი და ბენზინიც, ხდება ხარისხის რუტინულად შემოწმება. მაგრამ მოგეხსენებათ, რომ, ზოგადად, დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა რაც დარჩა, ეს არის ჰაერის დაბინძურება, რაც დაკავშირებულია ძალიან ბევრ გაუმართავ ავტომობილთან. მოგეხსენებათ, რომ ეს პირდაპირ კავშირშია ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებასთან და ვფიქრობთ, ეს ყველაფერი დადებითად აისახება მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც. ჩვენ ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ ქვეყანაში ავტომობილების „ევრო 5“-ის სტანდარტი შემოვიღოთ. ეს პრაქტიკაში ნიშნავს, რომ 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება. ჩვენი სურვილი და გადაწყვეტილება ასეთია, რომ რეგულაცია მსუბუქი ავტომობილებისთვის უკვე შევიდეს ძალაში 2024 წლის პირველი იანვრიდან, ხოლო ავტობუსებისა და სატვირთო ავტომობილებისთვის 2025 წლის პირველი იანვრიდან. ამაზე ჯერ კიდევ ვმსჯელობთ. არსებობს გარკვეული მოსაზრებები და ამის თაობაზე გვინდოდა, რომ უფრო მეტი გონივრული ვადა მიგვეცა.

მისივე თქმით, აღნიშნული თარიღებიდან ქვეყანაში ვეღარ დარეგისტრირდება „ევრო 5“-ის სტანდარტზე უფრო ცუდი ხარისხის ავტომობილი.

„მინდა, ავხსნა უფრო კონკრეტულად, რომ აღნიშნული თარიღებიდან ქვეყანაში ვეღარ დარეგისტრირდება „ევრო 5“-ის სტანდარტზე ცუდი ხარისხის ავტომობილი. მიღებული გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, არ შეეხება ქვეყანაში უკვე არსებულ ავტომობილებს, როგორც რეექსპორტისა და ტრანზიტის მიზნებისთვის შემოსულ ავტომანქანებს“, –  განაცხადა პრემიერმა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, ქვეყანაში ჰაერის ორი პრობლემური დამაბინძურებელია – მყარი ნაწილაკები და აზოტის ორჟანგი.

„ამას უფრო დეტალურად განმარტავენ ჩვენი შესაბამისი სპეციალისტები, მაგრამ ბოლო ოთხი წლის გაზომვები გვაჩვენებს, რომ აზოტის ორჟანგით ჰაერის დაბინძურების უმთავრესი წყარო არის სწორედ ეს მოძველებული და გაუმართავი ავტოტრანსპორტი. კერძოდ, ამ დამბინძურებლის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება უმსხვილეს ქალაქებში, თბილისში და სხვა დიდ ქალაქებში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ზესტაფონში, მარნეულში, ხაშურში, ახალციხესა და ჭიათურაში. გეტყვით, რომ აღნიშნული პრობლემა ყველაზე მძაფრად დედაქალაქში დგას, სადაც ყოველდღიურად ყველაზე მეტი ავტომობილი მოძრაობს. თბილისში ნორმების გადაჭარბება 25-დან 13 ლოკაციაზე ფიქსირდება და ამ ლოკაციებზე, რიგ ქუჩებზე გადაჭარბება ორჯერ აღემატება დასაშვებ ნორმას. რაც ყველაზე მეტად ყურადსაღებია, ჩვენ გასულ წელს გავზომეთ ჰაერის ხარისხი და ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაზრდილია მავნე ნივთიერებების კონცენტრაციების მოცულობა. ამას სჭირდებოდა დროული რეაგირება.

ჩვენ ასევე გადავხედეთ სხვა ქვეყნების გამოცდილებას. რეგიონში არცერთი ქვეყანა აღარ დარჩა, რომელმაც „ევრო 5“-ის სტანდარტზე არ გადაიყვანა მთელი ავტოპარკი და ეს რეგულაციები მანამდე უკვე შემოღებული აქვს ზოგიერთ ქვეყანას, მათ შორის, ჩვენს მეზობლებს სომხეთშიც, აზერბაიჯანშიც. ევროპაზე, რა თქმა უნდა, აღარ მაქვს საუბარი. ევროპაში დიდ ხანია, ეს სტანდარტია დაწესებული. კიდევ ვიმეორებ, რა თქმა უნდა, არ შეეხება არცერთ უკვე დარეგისტრირებულ ავტომობილს. საუბარი არის იმ ავტომობილზე, რომელსაც შეიძენენ 2024 წლის პირველი იანვრიდან. პრაქტიკაში ეს იქნება 2013 წელს გამოშვებული ავტომობილები და უფრო ახალი ავტომობილები“, – განაცხადა პრემიერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა