ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

გერმანიის მთავრობა - ოლაფ შოლცმა ხაზი გაუსვა, რომ გერმანია განაგრძობს ევროკავშირის გზაზე საქართველოს მხარდაჭერას და მოუწოდა საქართველოს მთავრობას, მიმართონ აუცილებელ ძალისხმევას უახლოეს კვირებში

ნახვები: 616 გერმანიის მთავრობა - ოლაფ შოლცმა ხაზი გაუსვა, რომ გერმანია განაგრძობს ევროკავშირის გზაზე საქართველოს მხარდაჭერას და მოუწოდა საქართველოს მთავრობას, მიმართონ აუცილებელ ძალისხმევას უახლოეს კვირებში

გერმანიის ფედერალური მთავრობა გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, ოლაფ შოლცმა ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად საქართველოსთან მრავალფეროვანი თანამშრომლობის გაფართოება, ამჟამინდელი უსაფრთხოებისა და ევროპული პოლიტიკის საკითხები, ასევე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ომის შედეგები განიხილა.

გერმანიის ფედერალური მთავრობის ცნობით, კანცლერმა ხაზი გაუსვა, რომ გერმანია განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირისკენ გზაზე და მოუწოდა საქართველოს მთავრობას, გადადგას აუცილებელი ნაბიჯები რეფორმების კუთხით. ოლაფ შოლცის თქმით, ევროკომისიის რეკომენდაციები მიუთითებს გზას კანდიდატის სტატუსისკენ.

მათივე ინფორმაციით, ოლაფ შოლცმა მოუწოდა საქართველოს მთავრობას, მიმართონ აუცილებელ ძალისხმევას დროულად და მაქსიმალური მონდომებით უახლოეს კვირებში.

რაც შეეხება უსაფრთხოების ვითარებას, როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, ფედერალურმა კანცლერმა განაცხადა, რომ გერმანია განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. გერმანიის კანცლერი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეთანხმდნენ, გააგრძელონ ღია და შედეგზე ორიენტირებული აზრთა გაცვლა, შეინარჩუნონ მჭიდრო კონტაქტი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა