ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

იენს სტოლტენბერგი - უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს ომში

ნახვები: 616 იენს სტოლტენბერგი - უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს ომში

უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს ომში, რადგან თუ უკრაინა ვერ გააგრძელებს არსებობას, მაშინ მისი ნატო-ში გაწევრიანების საკითხი ვერც განიხილება, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, „ახალ ამერიკულ უსაფრთხოების ცენტრში“ სტუმრობისას განაცხადა.

ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, მხოლოდ უკრაინა და ნატო-ს წევრები გადაწყვეტენ გაფართოების საკითხს და რუსეთს ამ პროცესზე ვეტოს უფლება არ აქვს.

„კიდევ ერთ რამეზე ვთანხმდებით და ეს ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ეს არის ის, რომ ახლა გადაუდებელი ამოცანაა იმის უზრუნველყოფა, რომ პრეზიდენტმა პუტინმა არ მოიგოს ეს ომი და მოიგოს უკრაინამ, რადგან თუ უკრაინა ვერ გააგრძელებს არსებობას, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი დემოკრატიული სახელმწიფო ევროპაში, მაშინ წევრობის საკითხი საერთოდ ვერ განიხილება. ასე რომ, ჩვენ ახლა არ უნდა გავაკეთოთ ისეთი რამ, რაც ძირს უთხრის უკრაინის მხარდაჭერის ერთიანობას. და კიდევ, მსურს, შევაქო შეერთებული შტატები, რომელმაც მართლაც გამოიჩინა ლიდერობა მხარდაჭერის მობილიზებაში როგორც შეერთებული შტატების, ასევე ევროპელი მოკავშირეებისა და პარტნიორებისგან მთელ მსოფლიოში, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა