ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება
ევროკომისია: საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით თვითნებურად დაკავებული ადამიანების ნაწილი შეიწყალეს, თუმცა ბევრი კვლავ პატიმრობაში რჩება
ევროკომისია: საქართველოში ძალაუფლების კონცენტრაცია გრძელდება, ადგილობრივ ხელისუფლებაზე კი პოლიტიკური და ფინანსური ზეწოლა ხორციელდება
ევროკომისია საქართველოში მოსამართლეთა კეთილსინდისიერების საგანგებო შემოწმებას საერთაშორისო ექსპერტების გადამწყვეტი მონაწილეობით მოითხოვს
ევროკომისია: საქართველოს ხელისუფლების ანტიევროპული რიტორიკა და რეფორმების უგულებელყოფა ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ მიზანს ეწინააღმდეგება

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხერსონის ოლქში კახოვკის ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს

ნახვები: 485 რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხერსონის ოლქში კახოვკის ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხერსონის ოლქში კახოვკის ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს. ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთის ოპერატიული სარდლობა და ხერსონის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრ პროკუდინი ავრცელებენ.

პროკუდინის თქმით, საშიში რაიონებიდან დაწყებულია ადგილობრივი მოსახლების ევაკუაცია.

„ამჟამად ზუსტდება ნგრევის მასშტაბი, წყლის სიჩქარე და მოცულობა, დატბორვის სავარაუდო რაიონები. ყველა სამსახური მუშაობს. მიმდინარეობს სიტუაციის მონიტორინგი“, – ნათქვამია სამხრეთის ოპერატიული სარდლობის განცხადებაში.

რუსეთის ძალების მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქების გამო, უკრაინის პრეზიდენტი ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომას იწვევს. ამის შესახებ ინფორმაციას საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი ავრცელებს.

ქალაქი ნოვო კახოვკა, სადაც კაშხალი მდებარეობს და მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპირო ამჟამად რუსეთის ძალების მიერაა ოკუპირებული.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა