გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა
მარტა კოსი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე: შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენიც წევრ სახელმწიფოებს სურთ
ელენე ხოშტარია: ლევან იოსელიანმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა უნდა დააწესოს, პატიმრები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დარჩნენ
ენერგოდამოუკიდებლობის გადადებული შესაძლებლობა: რა გვექნებოდა აშენებული პროექტებით და რატომ გვჭირდება ახალი ელექტროსადგურები
მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას

მიქაუტაძეს საუკეთესო მოთამაშის პრიზი გადასცეს

ნახვები: 568 მიქაუტაძეს საუკეთესო მოთამაშის პრიზი გადასცეს

გიორგი მიქაუტაძეს საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო გადასცეს – ინფორმაციას ლიგის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

„მეცის“ ქართველ თავდამსხმელს კუთვნილი პრიზი ჩემპიონატის ბოლო, 38-ე ტურში „ბასტიასთან“ მატჩის დაწყებამდე, საფრანგეთის პროფლიგის წარმომადგენელმა სტადიონზე გადასცა.

 

გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის ლიგა 2-ის სეზონი შესანიშნავად ჩაატარა. გარდა იმისა, რომ სეზონის მოთამაშედ დაასახელეს, 23 გოლით ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და რვა საგოლე გადაცემით კი რჩეულ ასისტენტებში მეორე ადგილზეა.

ქართველი მოთამაშის შეძენა არაერთ გუნდს სურს. მიქაუტაძის ტრანსფერით ყველაზე მეტად ინგლისის პრემიერლიგაში დაწინაურებული „ბარნლი“ დაინტერესდა, რომელიც მზად არის, „მეცს“ 20 მილიონი ევრო გადაუხადოს.

1tv.ge

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა