ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

მეუფე იაკობი- ეკლესია ყველაზე მძლავრი სამოქალაქო საზოგადოებაა

ნახვები: 612 მეუფე იაკობი- ეკლესია ყველაზე მძლავრი სამოქალაქო საზოგადოებაა

ჩვენ არ ვერევით არავის დანიშვნაში და ჩვენც არავის ჩავრთავთ, პოლიტიკაში ჩართულებმა კარგად გაარკვიეთ, რა არის სეკულარიზმი, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობ იაკობიშვილმა ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებული ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, ქადაგებაში განაცხადა.

„მინდა, შევეხო სეკულარიზზმს. ზოგიერთები არასწორედ განმარტავენ ხოლმე. ამდენი წელია, ადამიანები პოლიტიკაში არიან და მათ მივმართავ, ვინც პოლიტიკაშია. კარგად გაარკვიეთ, რა არის სეკულარიზმი, თორემ ხალხსაც არ ესმის სეკულარიზმი და ჰგონიათ, როცა ვლაპარაკობთ ერის საჭირბოროტო საკითხებზე, თურმე ვერევით. პირიქით, ჩვენ ვალდებულებაა. უცხოეთში წავიდნენ და ჰკითხონ მათ, რა არის სეკულარიზმი. ჩემი პირადი ვალდებულებაა, რადგან ეკლესია, როგორც ინსტიტუცია, მოსწონთ თუ არ მოსწონთ, მძლავრია, სახელმწიფოში ყველაზე მძლავრია, ამავე დროს ყველაზე მძლავრი სამოქალაქო საზოგადოებაა. ჩვენ თუ არ ვთქვით აქ, აბა, თქვენ სამოქალაქო საზოგადოება გგონიათ მარტო არასამთავრობოები და სხვადასხვა, თავს რომ უწოდებენ?! ისინიც არიან, მაგრამ ჩვენთან ხომ ყველაა გაერთიანებული. მით უმეტეს, როდესაც ეკლესიას სხვა კონფესიებთანაც ძალიან კარგი და მჭიდრო ურთიერთობები გვაქვს საქართველოში, ამიტომ ძალიან ბევრი ადამიანი ვართ. კარგად გაერკვიეთ სეკულარიზმში. ჩვენ არ ვერევით სახელმწიფოში ვინმეს დანიშვნაში და ჩვენთანაც არავის ჩავრევთ. ახლა არც არავინ ერევა, მაგრამ იყო პერიოდი ცოტა ხნის წინ, ყველაფერს ცდილობდნენ და, მადლობა ღმერთს, თითოეული  ერის პერიოდში დგება ხოლმე შედარებით სიმშვიდე, თუმცა სიმშვიდემაც არ უნდა მოგვადუნოს“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა