ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა
გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა

„ყურადღება მიაქციეთ კარს“ - აჭარელი ოპოზიციონერები საუბნო კომისიის წევრებს აფრთხილებენ

ნახვები: 489 „ყურადღება მიაქციეთ კარს“ - აჭარელი ოპოზიციონერები საუბნო კომისიის წევრებს აფრთხილებენ

„ბოლო დღეების განმავლობაში კარგად ვხედავდით, რას აკეთებდა „ქართული ოცნების" შტაბი. რეალურად, საარჩევნო შტაბს წარმოადგენდა კრიმინალური პოლიცია და სუსი," - განაცხადეს დღეს, 30 სექტემბერს, აჭარის გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რომლებმაც შემაჯამებელი ბრიფინგი გამართეს.

ოპოზიციონერების თქმით, მმართველი გუნდი მოახლოებული თვითმართველობის არჩევნების გაყალბებას სხვადასხვა მეთოდით ცდილობს.

მათივე განცხადებით, ხელისუფლების მთავარი ბერკეტი ე.წ. კარუსელის დატრიალება, რისთვისაც ადგილობრივი ხელისუფლება იმ ადამიანთა სიებს აგროვებს, რომლებიც არჩევნებზე მისვლას არ აპირებენ.

გაერთიანებული ოპოზიცია, მოქალაქეებს და საუბნო არჩევნების კომისიის წევრებს, მაქსიმალური ყურადღების გამოჩენას და საარჩევნო სიების მკაცრად გაკონტროლებისკენ მოუწოდებენ.

„ბოლო დღეების განმავლობაში კარგად ვხედავდით, რას აკეთებდა „ქართული ოცნების" შტაბი. რეალურად, საარჩევნო შტაბს წარმოადგენდა კრიმინალური პოლიცია და სუსი. ისინი ეძებდნენ იმ ადამიანებს, ვინც ვერ შეძლებდა არჩევნებზე მისვლას. ამისთვის იყენებდნენ სუს-ის მიერ მიწოდებულ ინფორმაციებს, ასევე კარდაკარ ხდებოდა მათი გადამოწმება. ეს ყველაფერი კი ​ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა. მათი სურვილი და გეგმაა იმ ადამიანების ნაცვლად მიიღონ მონაწილეობა და მისცენ ხმა ვინც ვერ შეძლებს არჩევნებზე მისვლას.

„ჩვეულებრივი, მარტივი ტიპის კარუსელების დატრიალებას გვიპირებენ ბათუმის 103-ე საარჩევნო უბანზე. ​ოპოზიციურმა პარტიებმა მივიღეთ გადაწყვეტილება და გვინდა, ვთხოვოთ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ შემოსასვლელ კარს და ყველა ამომრჩეველი აუცილებლად გადამოწმდეს კედლის სიაში.

„ქართული ოცნებას" მოვუწოდებთ, ბათუმში კარუსელების დატრიალებისაგან თავი შეიკავოს. ბოლომდე მზად ვართ, რომ ბათუმელების ნება იყოს გამოხატული და საზოგადოების ნება შემაჯამებელ ოქმებში იყოს ასახული'', - განაცხადეს ოპოზიციონერებმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა