ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

რეჯეფ თაიფ ერდოღანი - მადლობა თითოეულ ადამიანს, რომელმაც კიდევ ერთხელ გადმოგვცა თურქეთის მართვის პასუხისმგებლობა, ღმერთმა ქნას, ვიყო თქვენი ნდობის ღირსი, როგორც ეს იყო ბოლო 21 წლის განმავლობაში

ნახვები: 610 რეჯეფ თაიფ ერდოღანი - მადლობა თითოეულ ადამიანს, რომელმაც კიდევ ერთხელ გადმოგვცა თურქეთის მართვის პასუხისმგებლობა, ღმერთმა ქნას, ვიყო თქვენი ნდობის ღირსი, როგორც ეს იყო ბოლო 21 წლის განმავლობაში

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ქალაქ სტამბოლში მხარდამჭერებს მიმართა და აღნიშნა, რომ მადლობას უხდის თითოეულ ადამიანს, ვინც არჩევნებში საკუთარი ხმა დააფიქსირა.

„მადლობა თითოეულ ადამიანს, რომელმაც კიდევ ერთხელ გადმოგვცა თურქეთის მართვის პასუხისმგებლობა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში. ჩვენ დავასრულეთ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩვენი ხალხის კეთილგანწყობით“, – განაცხადა ერდოღანმა.

ამასთან, როგორც მედია წერს, თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მადლობას უხდის თურქ საზოგადოებას იმ „დემოკრატიის ფესტივალისთვის“, რომელიც ქვეყანამ არჩევნების დროს გამართა.

„ღმერთმა ქნას, ვიყო თქვენი ნდობის ღირსი, როგორც ეს იყო ბოლო 21 წლის განმავლობაში“,- აღნიშნა ერდოღანმა.

ერდოღანის თქმით, 14 და 28 მაისს გამართულ არჩევნებში გამარჯვებული ქვეყნის 85 მილიონი მოქალაქეა.

თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიდერობს.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა