ისრაელის პრეზიდენტმა ქართველი წარმოშობის ექიმი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა
მარტა კოსი: ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის
Ivanishvili's Georgia Has No Place in the West Marco Rubio Described
გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს
მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება

ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს გვაქვს დემოკრატია, პრეზიდენტი გამოვიდა, ორი დღე გვაკრიტიკებს მთელ ხელისუფლებას ასეთ მშვიდობიან პერიოდში, ესეც არის დემოკრატიის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი

ნახვები: 565 ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს გვაქვს დემოკრატია, პრეზიდენტი გამოვიდა, ორი დღე გვაკრიტიკებს მთელ ხელისუფლებას ასეთ მშვიდობიან პერიოდში, ესეც არის დემოკრატიის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი

დღეს გვაქვს დემოკრატია, თუნდაც, პრეზიდენტი გამოვიდა, ორი დღე გვაკრიტიკებს მთელ ხელისუფლებას ასეთ მშვიდობიან პერიოდში. ესეც არის დემოკრატიის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი და დადასტურება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს მოქალაქეებს აქვს სრული თავისუფლება და ქვეყანა წინ მიდის.

„მას შემდეგ, რაც ჩვენ გავიარეთ საშინელი დღეები, 90-იანი წლები, უშუქობა, უგაზობა, უბედურება, კრიმინალების თარეში და მართვა, სახელმწიფო გადატრიალება, ომები, სამოქალაქო ომი, ქვეყანამ განიცადა სრული კატასტროფა. ჩვენ თუ შევადარებთ, სად ვიყავით ამ ომებამდე, სად იყო თუნდაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, ეს შეიძლება შეფასდეს, როგორც კატასტროფა. ეს გავაკეთეთ ჩვენ. იმ დროინდელმა ხელისუფლებებმა ეს ამხელა განსაცდელი ვერ აარიდეს ჩვენს ხალხს, ვთქვათ პირდაპირ. ძალიან კომპლექსური საკითხებია, მე აღარ მინდა, ამ საკითხებს ჩავუღრმავდე, ძალიან ბევრი მიზეზი იყო, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ გადავიტანეთ ძალიან რთული პერიოდი. დღეს, მადლობა ღმერთს, რომ მშვიდობა გვაქვს, სტაბილურობა, ქვეყანა ვითარდება, მივდივართ წინ, ყველა მიმართულებით ჩვენ გვაქვს ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ, რიგ შემთხვევაში ათჯერ უფრო მეტი შედეგები, ვიდრე იყო წინა ხელისუფლების დროს. განსხვავება არის მთავარი – დღეს გვაქვს დემოკრატია მეგობრებო, თუნდაც, ქალბატონი პრეზიდენტი გამოვიდა, ორი დღე გვაკრიტიკებს მთელ ხელისუფლებას ასეთ მშვიდობიან პერიოდში. ესეც არის დემოკრატიის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი და დადასტურება. ჩვენ ქვეყანაში გვაქვს დემოკრატია. ჩვენს მოქალაქეებს აქვს სრული თავისუფლება“, – განაცხადა პრემიერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა