გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day
Ukrainian, Canadian foreign ministers discuss G20 meeting outcomes, steps toward de-escalation of war
Russian SRG activity along Ukraine’s northern border drops significantly – military spox
Zelensky says he is ready to meet Putin in Türkiye
Ukraine, Türkiye considering cooperation on satellite technologies – Zelensky

ვოლოდიმირ ზელენსკი - F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლის მოწოდება იქნება ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სიგნალი მსოფლიოდან, რომ რუსეთი დამარცხდა

ნახვები: 493 ვოლოდიმირ ზელენსკი - F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლის მოწოდება იქნება ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სიგნალი მსოფლიოდან, რომ რუსეთი დამარცხდა

F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლის მოწოდება იქნება ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სიგნალი მსოფლიოდან, რომ რუსეთი დამარცხდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას ისაუბრა.

„დღეს გავმართე შტაბის პირველი სხდომა ყველა მნიშვნელოვანი ვიზიტის, შეხვედრისა და გადაწყვეტილებების შემდეგ – თავდაცვის შესახებ გადაწყვეტილებები, რომლებზეც საკმაოდ დიდი ხანია, ვმუშაობთ და ახლა ვიღებთ პარტნიორებთან თანამშრომლობით. პირველ რიგში, ეს ეხება საავიაციო კოალიციას – უკრაინის თანამედროვე მებრძოლების კოალიციას“,- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ყველაფერს აკეთებს დროის შესამცირებლად იმისთვის, რომ უკრაინელმა მფრინავებმა შეძლონ, უკრაინის ცაზე ახალი და მძლავრი თვითმფრინავებით იფრინონ.

„ნათელია, რომ ეს გლობალური ნაბიჯი შესაძლებლობას მოგვცემს, გავაფართოვოთ ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობები, რადგან მხოლოდ ძლიერი თვითმფრინავებით ხდება საჰაერო თავდაცვის სისტემა სრულყოფილი. პირველი უკრაინული F-16 იქნება ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სიგნალი მსოფლიოდან, რომ რუსეთი ამ ომს საკუთარი აგრესიის გამო წააგებს. ის უფრო სუსტი და კიდევ უფრო იზოლირებული გახდება. ეს იქნება სიგნალი იმისა, რომ რუსული ტერორი დამარცხდა და ჩვენი სამყარო, რომელიც დაფუძნებულია დამოუკიდებელი სახელმწიფოების პატივისცემაზე, გადარჩა“,- აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა უკვე დაამტკიცეს, რომ მათ შეუძლიათ თანამედროვე იარაღების გამოყენების ეფექტურად დაუფლება. მისი თქმით, მთავარია ვარჯიშისა და მიწოდების სიჩქარე, ანუ „დრო, რომელიც გაივლის გადაწყვეტილებებსა და საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას შორის“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა