ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

თეა წულუკიანი - სტრასბურგის გადაწყვეტილების საფუძველზე მოვუწოდებ სააკაშვილს, შეწყვიტოს თვითდაზიანება, მოიხადოს სასჯელი, რომელიც დამოუკიდებელმა სასამართლომ დამსახურებულად მიუსაჯა

ნახვები: 614 თეა წულუკიანი - სტრასბურგის გადაწყვეტილების საფუძველზე მოვუწოდებ სააკაშვილს, შეწყვიტოს თვითდაზიანება, მოიხადოს სასჯელი, რომელიც დამოუკიდებელმა სასამართლომ დამსახურებულად მიუსაჯა

სტრასბურგის სასამართლოს ყველა კრიტერიუმი სახელმწიფოს მხრიდან იყო დაცული, თუკი ვინმე ამ კრიტერიუმებს არ იცავდა, იყო თავად პატიმარი სააკაშვილი, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო.

„არაერთხელ ავხსენით, რომ სტრასბურგის სასამართლოს რამდენიმე კრიტერიუმი აქვს იმის შესაფასებლად, არის თუ არა პატიმარი და მისი ჯანმრთელობა, სიცოცხლე დაცული პენიტენციურ სისტემაში ან პენიტენციური სისტემის გარეთ გაყვანის პირობებში, სამოქალაქო სექტორში. ხშირად ვამბობდით, რომ სტრასბურგის სასამართლოს ყველა ეს კრიტერიუმი იყო სახელმწიფოს მხრიდან დაცული, თუკი ვინმე ამ კრიტერიუმებს არ იცავდა, იყო თავად პატიმარი სააკაშვილი. ეს დღეს დადასტურდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით. ახლა უკვე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, კიდევ ერთხელ შემიძლია, მოვუწოდო პატიმარ სააკაშვილს, რომ აღადგინოს ნორმალური კვებითი რეჟიმი, შეწყვიტოს საკუთარი თავის დაზიანება და მშვიდ პირობებში მისი ჯანმრთელობის დაცვის საშუალება მისცეს ექიმებს და სახელმწიფოს, მოიხადოს ის კანონიერი სასჯელი, რომელიც მას დამოუკიდებელმა და მიუკერძოებელმა სასამართლომ სრულიად დამსახურებულად მიუსაჯა“, – განაცხადა წულუკიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა