რატომ აღარ განმეორდება 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერი და რატომ ვერ ჩამოშლის პროტესტი ძალოვან სისტემას?
მარნეულში არასრულწლოვანი შვილიშვილის ქორწინების იძულების ბრალდებით ქალი დააკავეს
Politico: ევროკავშირი ოთხი კანდიდატი ქვეყნისთვის გაწევრიანების საგზაო რუკებს ამზადებს, საქართველო მათ შორის არ არის
ტრამპი ბრიტანეთში აშშ-ის ავიაბაზასთან დაკავებულებზე: ისინი სერიოზული ზიანის მიყენებას გეგმავდნენ
გიგა ბოკერია კობახიძის განცხადებაზე: ჩუმად როგორ შეხვდა ტრამპს, არ ვიცი, ამ ხელისუფლების პირობებში დასავლეთთან ურთიერთობების ნორმალიზება გამორიცხულია
დათო გამცემლიძე: აზერბაიჯანთან ურთიერთობის გაფუჭება დაუშვებელია, მაშინაც კი, როდესაც ათასგზის მართალი ხარ
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი თანამდებობიდან გადადგა, ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება
ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა

დავით ვაშაძე - ღია ვარ ყველაფრისთვის და ჩემი დამოკიდებულება „ქოლცენტრების“ მიმართ არის მკვეთრად ნეგატიური

ნახვები: 632 დავით ვაშაძე - ღია ვარ ყველაფრისთვის და ჩემი დამოკიდებულება „ქოლცენტრების“ მიმართ არის მკვეთრად ნეგატიური

ღია ვარ ყველაფრისთვის და ჩემი დამოკიდებულება „ქოლცენტრების“ მიმართ არის მკვეთრად ნეგატიური, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის ძმამ დავით ვაშაძემ განაცხადა.

როგორც დავით ვაშაძე აცხადებს, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე შენობაში, სადაც სამართალდამცველები მუშაობდნენ, მისი სასტუმროა რეგისტრირებული.

„ჩემი ნაწილი ამ შენობაში არის მხოლოდ სასტუმრო. საერთოდ არანაირ გადაწყვეტილებაში არ ვარ ჩართული. შენობის 25 პროცენტი შენობაში არის ჩემი, მაგრამ ეს 25 პროცენტი არის მეორე სართულის სასტუმრო. მე, როგორც 25 პროცენტის მფლობელს, საერთოდ არ მაქვს არანაირი უფლება უძრავ ქონებაში გადაწყვეტილების მიღებაში, ხელშეკრულების გაფორმებაში. დირექტორი ვინც არის, შეგიძლიათ, ნახოთ და ესაუბრეთ დირექტორს.

„ქოლცენტრზე” არასდროს არაფერი არ მსმენია. ჩემი სასტუმრო რატომ უნდა იყოს დალუქული, რა კავშირშია? ღია ვარ ყველაფრისთვის და ჩემი დამოკიდებულება „ქოლცენტრების“ მიმართ არის მკვეთრად ნეგატიური. უბრალოდ, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ რაღაცნაირად მეც ამასთან შეხებაში ვიქნებოდი. გუშინ მართლწესრიგის პოლიცია დამიკავშირდა ჩემი სასტუმროდან, რომ რა ხდება ზემოთო. მხოლოდ მერე გავიგე, რა ხდებოდა და მერე პოლიცია რომ იყო მოსული, მათ თქვეს, რომ „ქოლცენტრის“ საქმეზე არიანო ზემოთო“, – განაცხადა დავით ვაშაძემ.

კითხვაზე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგი ვაშაძესა და დავით არახამიას ეკუთვნით ეს „ქოლცენტრები“, დავით ვაშაძემ აღნიშნა, რომ ეს არის ბლეფი.

„დავით არახამიას უკრაინაში და ზელენსკის ალბათ ხომ? ეს მეც წავიკითხე, რა თქმა უნდა, ჩემთვის ცოტა რთულია, პოლიტიკოსის ძმა ვარ, მაგრამ ჩემი ცხოვრება მაქვს და ყველაფერში მრევენ. მე ვარ აქ 25 პროცენტის მფლობელი. ეგ არის ბლეფი. ხომ არის რაღაც საუბარი, პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნას ამ მიმართულებით. ვინც კი რამე შეხებაში არის, აბსოლუტურად ყველა უნდა დაისაჯოს ამ კუთხით“, – განაცხადა დავით ვაშაძემ.

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, ერთ-ერთ ოფისში, სადაც, სავარაუდოდ, ე.წ. ქოლცენტრია განთავსებული, საგამოძიებო მოქმედებებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ატარებს.

ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ოფისში მოქმედებს ე.წ. ქოლცენტრი, რომელიც „სტატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს და უკრაინის უმაღლეს რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელს, დავით არახამიას ეკუთვნით.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა